თარგმანი: ვითარმცა ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან გუქონან აღთქუმანი ესე ზემო წარმოთქუმულნი - ტაძარ და შვილ ღმრთისა ყოფაჲ და ერ მისსა წოდებაჲ - განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი, ვითარცა შუენის ტაძარსა ღმრთისასა. ხოლო განწმედაჲ იგი ნუმცა ჴორცთამდე ოდენ დადგების, არამედ სულისამდეცა მიიწეოდენ რამეთუ სიძვაჲ და მრუშებაჲ და კაცისკლვაჲ და მსგავსნი ამათნი ჴორცთა შეაგინებენ, ხოლო სულსა - ბილწნი გულისსიტყუანი, გულისთქუმაჲ, გულისწყრომაჲ, ძჳრისჴსენებაჲ და მსგავსნი ამათნი.
2 კორინთელთა მიმართ 7:1
...(1 კორ. 7,34) და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობასა ეძიებდით და კეთილსა და სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა, ვითარმედ თჳნიერ მისა ვერვინ იხილოს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა“. ჰხედავა, რამეთუ ესე არს სიწმიდე, რაჲთა შინაგანსა ჩუენსა აქუნდეს ძირი და წყაროჲ მისი? რამეთუ არა კმა არს სახელი ოდენ სიწმიდისაჲ, უკუეთუ საქმე მისი არა იყოს; რამეთუ სახელი ესე სიწმიდისაჲ არა ყოველთავე, რომელთა ეწოდებოდის, ერთობასა გამოაჩინებს, ვინაჲთგან ღმერთსაცა წმიდა ეწოდების, არამედ არა ესრეთ არს, ვითარ ჩუენ. ამისთჳსცა, ესმა რაჲ ჴმაჲ ესე სერაბინთა მიერ წინაჲსწარმეტყუელსა, ისმინე, რაჲ თქუა: „ჵ უბადრუკსა, რამეთუ კაცი ვარ და არაწმიდანი ბაგენი მასხენ, და შორის ერისა, რომელსა არაწმიდანი ბაგენი ასხენ, დამკჳდრებულ ვარ“, რომელი-იგი წმიდა იყო და დიდ, არამედ უკუეთუ სიწმიდისა მიმართ ზეცათაჲსა გამოვიძიოთ, არაწმიდა ვიპოვნეთ ჩუენ. რამეთუ წმიდა არიან ანგელოზნი, და წმიდა არიან მთავარანგელოზნი, და წმიდა არიან ქერობინნი და სერაბინნი, არამედ სიწმიდისა მათისა განყოფილებაჲ არს ჩუენისა მომართ სიწმიდისა...
...ვათა თჳსთათჳს იგლოვდენ, რამეთუ მეორე იგი გლოაჲ, რომელი იქმნებოდის სოფლიოჲსა რაჲსმე და წარმავალისა საქმისათჳს, ფრიად დაყენებულ არს და არა ბრძანებულ, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს, ხოლო საღმრთოჲ იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს“. ამათ ესევითართა მგლოარეთა ჰნატრის უფალი, რამეთუ კეთილ არს ესეცა მცნებაჲ და ყოვლისავე სიბრძნისა მასწავლელ, რამეთუ უკუეთუ რომელნი იგლოვდიან სიკუდილისათჳს შვილისა საყუარელისა, ანუ ძმისა, ანუ სხჳსა ვისმე საყუარელისა თჳსისა, ჟამსა მას გლოჲსასა არცა გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ ჰმძლავრობს, არცა სიყუარული საფასეთაჲ, არცა დიდებისათჳს სოფლისაჲთა სწადის, არცა შურითა მოყუსისაჲთა შეიწუებიან, არცა სხუათა მათ ვნებათაგან წარიტყუენვიან ჟამსა მას ჭირისა და სალმობისა მათისასა, რავდენ უფროჲსად, რომელნი იგლოვდენ ცოდვათა თჳსთა, ვითარ-იგი ჯერ-არს და ვითარცა შეჰგავს გლოაჲ, ყოვლისაგანვე ვნებათა მძლავრებისა და ტყუეობისა განერნენ.
ხოლო იხილე, სასყიდელიცა მათი ვითარი არს: იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენო. სადა ნუგეშინისცემულ იქმნენ, გუაუწყე, უფალო! - აქაცა და მასცა საუკუნესაო, რამეთუ ვინაჲთგან მძიმე იყო მცნებაჲ ესე და საჭირო, რამეთუ საწადელ არს კაცთა შუებაჲ და სიხარ...
...ითა თჳსითა, ვი-თარცა ცჳლი ცეცხლმან, ვითარცა-იგი თავადი წამებს, რამეთუ ისმინეთ, რასა მიუწერს: „რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერ მწუხარებამან მაგან თქუენმან რავდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რავდენი მომადლებაჲ, ანუ რავდენი ლხინი, რავდენი შიში, რავდენი სურვილი, რავდენი შური, ანუ რავდენი შურის-გებაჲ“. ესე ყოველი სწავლამან მოციქულისამან ქმნა მათ შორის. ესრეთ ძალ-უც სიტყუათა საღმრთოთა, ესრეთ მცირეთა და დიდთა სარგებელ არიან.
იხილეთ დავით, ოდეს იგი დიდსა მას ცოდვასა შთავარდა, ესმნეს რაჲ სიტყუანი კეთილნი, მოვიდა სინანულსა მას დიდებულსა. იხილენ მოციქულნიცა, არა სიტყუათა მათ უფლისათა სმენითა მოვიდეს საზომსა მას და ყოველი სოფელი მოიმოწაფეს? და რაჲ სარგებელ არს, იტყჳნ ვინმე, უკუეთუ ვისმენდეთ სიტყუათა საღმრთოთა და არა ვიქმოდით? არს ესრეთცა დიდი სარგებელი: აბრალოს თავსა თჳსსა, სულთ-ითქუნეს, რომელსა ესმოდინ სიტყუანი საღმრთონი, ცრემლოოდის, და უკუეთუ შეეჴშიროს სმენასა მას, გინა დღეს, გინა ხვალე, მოსლვად არს საქმედცა. ხოლო რომელი ყოვლადვე არა ისმენდეს, ვინაჲ ცნას თითოეულისა ცოდვისა ბრალი, ვითარ აბრალოს თავსა თჳსსა, ოდეს მოიწყჳდოს ცოდვაჲ, ოდეს იწყოს სინანულად? ამისთჳს გევედრები, ნუ...