მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 3:13

12. ესევითართა უკუე მათ ვამცნებთ და ვჰლოცავთ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა, რაჲთა მყუდროებით შურებოდინ და თჳსსა პურსა ჭამდენ.13. ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად.14. და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაჲთა შეიკდიმოს.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 3
13. ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად.
ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან.“ ().

„ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა.“ ().

„ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.“ ().

1.

მათ არ მართებთ, რომ ყოველივე წმინდანთა ლოცვებს მიანდონ, თვითონ უქმად იყვნენ, ბოროტებას მიაშურონ და სათნოებისკენ მიმყვანთაგან არაფერს მოეჭიდონ; არც ის მართებთ, რომ კეთილ საქმეებს აღასრულებდნენ და იმ შემწეობას უგულებელყოფდნენ. რადგან დიდი ძალა შესწევს, დიდი ძალა, ჩვენთვის აღვლენილ ლოცვას, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენც ვშრომობთ. ამიტომაც პავლე, როცა მათთვის ლოცულობს, სარწმუნო დასაყრდენს კვლავ აღთქმიდან იღებს და ამბობს: „ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლე მოწყალებისათჳს:

...დთაჲ, არამედ დაუყენებელად ყოფად წყალობისა. ისმინე პავლესი, რომელმან მრავალი ბრალობაჲ თქუა უქმობისაჲ და განაწესა, ვითარმედ: „რომელსა არა უნდეს საქმის, ნუცა ჭამნ“, ვითარი ხოლო შეუდგინა სიტყუაჲ: „ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის-ყოფაჲო“. არა შენ გიბრძანა, თუ: რომელი გლახაკი არა იქმოდის, ნუ მისცემ პურსა, არამედ მას ეტყჳს საქმისა ქმნად, ხოლო შენ გეტყჳს: „ნუ გეწყინებისო კეთილისა ყოფაჲ“.

გარნა შენ ფრიად გეწყინების; უკუეთუ სადმე მიგეპყრას პური ანუ დანგი ერთი და კუალად მოვიდის თხოად ჭირვეული იგი, მეყსეულად აყუედრი: არა გუშინ მოხუედო და წარიღე? რაჲ არს სიტყუაჲ ესე, უბადრუკო? უკუეთუ გუშინ ანუ ძუღუან მიიღო, სხუაჲ არღარა ეჴმარებისა საზრდელი?

რად არა შენსაცა მუცელსა დაუწესებ წესსა ამას და ეტყჳ: გუშინ და ძუღან განსძეღ, აწ ნუღარა ეძიებ! არამედ იგი დღითი-დღე უმეტეს ზომისა ჭამითა განსთქდების, და გლახაკი გეწყინების, რომლისაჲ უმეტეს თანა-გედვა წყალობაჲ, რომელ-იგი დღითი-დღე, იძულებული შიმშილისაგან და ნაკლულევანებისა, მოგიჴდების და გევედრების. არამედ აწ აბრალებ და სირცხჳლეულ-ჰყოფ და უნდოსა მას ქველისსაქმესა აყუედრებ, რაჲთა არცა მისი გაქუნდეს სასყიდელი; რამეთუ ქრისტემან ფარულად...

სრულად ნახვა