მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 თესალონიკელთა მიმართ 3:14

13. ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად.14. და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაჲთა შეიკდიმოს.15. და ნუ ვითარცა მტერსა შეჰრაცხთ მას, არამედ ასწავებდით ვითარცა ძმასა.
2 თესალონიკელთა მიმართ თავი 3
14. და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას, რაჲთა შეიკდიმოს.
თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან მტკიცე გყვნეს თქუენ და დაგიცვნეს ბოროტისაგან.“ ().

„ხოლო ვესავთ უფალსა თქუენთჳს, რამეთუ რომელსა-ესე გამცნებთ თქუენ, და ჰყოფთცა და ჰყოთცა.“ ().

„ხოლო უფალმან წარუმართენ გულთა თქუენთა სიყუარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა.“ ().

1. ღვთის შეწევნა და ჩვენი ღვაწლი

მათ არ მართებთ, რომ ყოველივე წმინდანთა ლოცვებს მიანდონ, თვითონ უქმად იყვნენ, ბოროტებას მიაშურონ და სათნოებისკენ მიმყვანი საშუალებებიდან არაფერს მოეჭიდონ; არც ის მართებთ, რომ კეთილ საქმეებს აღასრულებდნენ და იმ შემწეობას უგულებელყოფდნენ. რადგან ჩვენთვის აღვლენილ ლოცვას დიდი, მართლაც დიდი ძალა შესწევს, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენც ვშრომობთ. ამიტომაც პავლე, როცა მათთვის ლოცულობს, სარწმუნო დასაყრდენს კვლავ აღთქმიდან იღებს და ამბობს: „ხოლო სარწმუნო არს უფალი, რომელმან...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7.:

...“** (). სწორედ ამის გამო პავლეც არ გვაძლევს ნებას, ბოროტებთან ერთად ვჭამოთ ან საერთოდ მათთან დავახლოვდეთ, როცა ამბობს: „და უკუეთუ ვინმე არა ერჩის სიტყუასა ჩუენსა წიგნითა ამით, იგი შეისწავეთ და ნუ თანააღერევით მას“ (). „და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა“ (). კიდევ სხვა ამბობს: „და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა“ (). აქ ზემოთ მოყვანილი მოციქულის სიტყვა იმას ამბობს, რომ მათ განცხრომებსა და ნადიმებსაც უნდა გავექცეთ, რადგან სწორედ იქ იზრდება ყველაზე მეტად ცოდვის საქმეები და ცოდვას მეტი გასაქანი ეძლევა.

8.

ესეც სათნოების არა მცირე ნიშანია და გამოსწორების არა მცირე გზა: გაექცე ასეთ ნადიმებსა და თავყრილობებს; მეგობრობის ხათ...

სრულად ნახვა