მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 4:8

7. ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს.8. ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი.9. ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე,
2 ტიმოთეს მიმართ თავი 4
8. ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი.
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ“ ().

1.

ყოველი მხრიდან მრავალი შეგონება და ნუგეში რომ მისცა, ბოლოს საღმრთო წერილთაგან მომდინარე ნუგეშსაც დასძენს, რომელიც უფრო სრულყოფილია; და სამართლიანადაც იძლევა ამდენ შეგონებას, რადგან დიდი და სამწუხარო რამ უნდა ეთქვა. რადგან თუ ელისემ, რომელიც მასწავლებელთან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იყო და მას სიკვდილის ჟამს მომაკვდავად ხედავდა, თავისი სამოსელი შემოიხია, რას ფიქრობ, რა დაემართებოდა მას, ვინც ასე უყვარდათ და თვითონაც ასე უყვარდა, როდესაც ესმოდა, რომ მასწავლებელი კვდებოდა და რომ მისი სიკვდილისწინა ჟამითაც ვერ ისარგებლა, რაც ჩვეულებრივ ყველაზე მეტად ამწუხრებს? რადგან გარდასული დროისათვის ისეთ მადლიერებას ვერ ვგრძნობთ, თუ გარდაცვლილებთან ახლო ჟამს მოვაკლდით....

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ზარალის სარგებლად ქცევა მადლობით:

...გვირგვინები ამჟამინდელ ჟამსაც აქვს. მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: „ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი." (). როცა დაკარგავ საყვარელ, მხოლოდშობილ ყრმას, რომელიც დიდ სიმდიდრეში იზრდებოდა, კეთილ სასოებას გიჩენდა და ერთადერთი უნდა ყოფილიყო შენი მემკვიდრე, ნუ ამოიოხრებ, არამედ მადლობა შესწირე ღმერთს და ადიდე ის, ვინც წაიღო; ამ მხრივ აბრაამზე არაფრით უარესი არ იქნები. რადგან, როგორც მან ღმერთს მისცა, როცა ღმერთმა უბრძანა, ასევე შენც, როცა მან წაიღო, არ ამოგიოხრია.

მძიმე სნეულებაში ჩავარდნილხარ და მრავალი მოდის, რათა დაგაძალონ, ერთნი შელოცვებით, მეორენი ავგაროზებით, სხვანი კი სხვა რამ საშუალებებით, შეიმსუბუქო ეს ბოროტება? ღვთის შიშის გამო მხნედ და შეურყევლად დაითმინე და გერჩია ყოველივე დაგეთმინა, ვიდრე რაიმე კერპული საქმე შეგესრულებინა? ეს შენთვის მარტვ...

სრულად ნახვა
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, მე არა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად (3,13).:

...ძმანო, მე არა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად (3,13).

თარგმანი: იხილე სიმდაბლე მისი, რომელსა ზეეტჳრთა სახელი ქრისტესი წინაშე მეფეთა და მთავართა! ვითარ იტყჳს, ვითარმედ: არღა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად გჳრგჳნსა მას, რომლისათჳს დასასრულსა ცხორებისსა იტყჳს: "ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი" (). ხოლო უკუეთუ პავლე იტყჳს ვერ მიწევნასა, ვინ კაცთაგანმან სხუამან იკადროს თქუმად, ვითარმედ: მიწევნულ ვარ.

მოციქულისაჲ: ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ (3,13-14).

თარგმანი: იხილე და კეთილიდ ისწავე მოუწყინებელი და აღუზუავებელი მოქმედებაჲ სათნოებისაჲ ყოვლად ბრძენთა ამათგან სიტყუათა მოციქულისათა, რამეთუ ერთი ოდენ ესე არს გზაჲ, რაჲთა გარდასრულთა შრომათა დაივიწყებდეს კაცი და წინამდებარისა მიმართ რბიოდის მოღუაწებისა, რაჲთა ესრეთ აღუზუავებელ იყოს გარდასრულთათჳს, და სიმდაბლისა მიერ მოიზიდოს თანა-შეწევნაჲ ღმრთისაჲ, მიწდომად წინამდებარესა მისდა გჳრგჳნსა, რომელსა ნუ ვითარცა მახლობელსა ნელიად სლვით, არამედ ვითარცა ფრიად შორიელსა კრძალულებით სრბითა მარჯულ და მარცხლ მიუდრეკელითა სდევდეს და ნუ ოდეს დაავიწყდების იგი, ვითარცა სამარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ; ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა“ (20,23).:

...პეტრეს: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი“, და პავლე მასვე მოასწავებს და იტყჳს: „ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელ მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი“. და იგი განარჩევს მარჯუენეთა და მარცხენეთა და მიაგებს კაცად-კაცადსა საქმე-თა მათთაებრ. და „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“. გარნა აწ ესრეთ განაწესა სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა არცა შეაწუხნეს კეთილნი იგი ძმანი, არცა დაუტევნეს უმეცრებით ცთომასა შინა, არამედ აუწყა, ვითარმედ არა აწ არს გამოჩინებაჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, და ვითარმედ შემსგავსებულად საქმეთა მიიღებს კაცად-კაცადი სასყიდელსა მას დღესა შინა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრემდის ქრისტე პატივ-სცემდა მათ უფროჲს ყოველ-თა, დაღაცათუ გონებით უმძიმდა სხუათა მათ, არამედ დუმნეს და არას იტყოდეს, რამეთუ ეშინოდა უფლისაგან და ჰრცხუენოდა; და პეტრესცა მიმართ კაცობრივი რაჲმე შეემთხჳა მათ, ოდეს-იგი ხარკისა მიცემაჲ უბრძანა, გარნ...

სრულად ნახვა