...ი ღმერთმან და რეცა: აღორძნდით და განმრავლდით"**. და ეს სიტყვა (ღვთისა) დღემდე იცავს მათ; ამდენი დრო გავიდა და არცერთი მათი სახეობა არ შემცირებულა. ღვთის კურთხევამ და ამ სიტყვამ: „აღორძნდით და განმრავლდით", მათ უწყვეტად არსებობის უნარი მიანიჭა. „და იქმნა, — ნათქვამია, — მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე" (). ნახე, როგორ გვაწვდის საღვთო წერილი სწავლებას იმის შესახებაც, რაც მეხუთე დღეს შეიქმნა? მაგრამ მოიცა ცოტა, და კვლავ დაინახავ უფლის კაცთმოყვარეობას. მან არა მხოლოდ წყლები აღძრა ცხოველთა წარმოშობისთვის, არამედ მიწასაც უბრძანა ხმელეთის ცხოველთა წარმოქმნა. არ არის შეუფერებელი, რომ დღეს ოდნავ შევეხოთ იმასაც, რაც მეექვსე დღეს შეიქმნა. „და თქვა, — ნათქვამია, — ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე" ().
ხედავ, როგორ მიწაც, ღვთის ბრძანებას მორჩილი, ორმაგ ნაყოფს გამოიღებს. მაშინ მცენარეები წარმოქმნა, ახლა კი სულდგმული ცხოველები — ოთხფეხები, ქვეწარმავლები, მხეცები და საქონელი. აი, ახლაც იგივე გამოდის, რაზეც ადრე ვლაპარაკობდი, ანუ ის, რომ ღმერთმა ყოველივე არა მხოლოდ ჩვენი საჭიროებისთვის შექ...