მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 1:24

23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.24. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.25. და შექმნა ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
დაბადებისა თავი 1
24. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ხმელეთის ცხოველთა შექმნა (1:23-25):

...რმოშობისთვის, არამედ მიწასაც უბრძანა ხმელეთის ცხოველთა წარმოქმნა. არ არის შეუფერებელი, რომ დღეს ოდნავ შევეხოთ იმასაც, რაც მეექვსე დღეს შეიქმნა. „და თქვა, — ნათქვამია, — ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე" ().

ხედავ, როგორ მიწაც, ღვთის ბრძანებას მორჩილი, ორმაგ ნაყოფს გამოიღებს. მაშინ მცენარეები წარმოქმნა, ახლა კი სულდგმული ცხოველები — ოთხფეხები, ქვეწარმავლები, მხეცები და საქონელი. აი, ახლაც იგივე გამოდის, რაზეც ადრე ვლაპარაკობდი, ანუ ის, რომ ღმერთმა ყოველივე არა მხოლოდ ჩვენი საჭიროებისთვის შექმნა, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ, მისი ქმნილებების დიდ სიმდიდრეს რომ ვხილავთ, შემოქმედის ძალას აღვტაცებოდეთ და გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი სიბრძნითა და გამოუთქმელი სახიერებით იქნა შექმნილი, მოახლოებული ადამიანის პატივისთვის.

„და შექმნა, — ნათქვამია, — ღმერთმან მჴეცნი ნათესაობითნი და საცხოვარნი ნათესაობისაებრ მათისა და ყოველი ქუეწარმავალი ქუეყანისა ნათესაობისაებრ მათისა და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ" (). სად არიან ახლა, ვინც ბედავს თქმას: რისთვის მხეცები? რისთვის ქვეწარმავლები? საღვთო წერილის...

სრულად ნახვა