მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 15:6

5. და განიყუანა იგი გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი ცად მიმართ და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი.6. და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ.7. ხოლო ღმერთმან თქუა მისსა მიმართ: მე, ღმერთი გამომყუანებელი შენი სოფლისაგან ქალდეველთასა, რათა მოგცე შენ ქუეყანა ესე სამკჳდრებელად.
დაბადებისა თავი 15
6. და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სულიერი წინადაცვეთა და ნათლისღება:

...გამართლება? — ამისთვის ნეტარი მოციქული, გამალიელის ფერხთით აღზრდილი და სჯულში გულდასმით გაწვრთნილი, ამბობს: ნუ იფიქრებთ, უსირცხვილო იუდეველნო, რომ წინადაცვეთამ თავისთავად გაამართლა იგი; ჯერ კიდევ წინადაუცვეთელმა, მხოლოდ რწმენა გამოავლინა და უკვე გამართლდა: „ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ" (). მაშ, მას შემდეგ, რაც ღვთისდამი რწმენით გამართლება მიიღო, მიიღო წინადაცვეთის ნიშანი; და ჯერ ღმერთმა სახელს ასო დაუმატა, შემდეგ კი წინადაცვეთა უბრძანა, და ამით აჩვენა, რომ მხოლოდ დიდი სათნოებისთვის ირჩევს და თავისთან აახლოებს მართალს, ხოლო მის გამო — მის შთამომავლობასაც. და როგორც ადამიანები, რომლებიც მონებს ყიდულობენ, ხშირად სახელსაც უცვლიან, ტანისამოსსაც, და ყველაფერს აკეთებენ, რომ სხვა მონებისგან განასხვავონ ისინი, რომ ყოველივეთი ჩანდეს, ვის ეკუთვნიან, — ასევე ყოვლის უფალმა, სურდა რა აბრაამი სხვა ადამიანებისგან გამოერჩია, ასოს დამატებით აღნიშნა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა, ხოლო წინადაცვეთით — რომ მისი ხალხი რჩეული იქნებოდა და მისგან წარმოშობილი შთამომავლობა სხვა ხალხებისგან განცალკევებული. მაგრამ თუ მათაც, თავიანთი სიბრმავის გამო, ჯერ კიდევ სურთ ხორციელი წინადაცვეთის დაცვა და ისინი არ ისმენენ პავლეს სიტყვებს: **„უკუეთ...

სრულად ნახვა
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ? [იპოვა-მეა აბრაჰამ, მამაჲ იგი ჩუენი, ჴორციელად? უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადუ]ლი, არამედ არა ღმრთისა მიმართ. რასა უკუე იტყჳს წიგნი? — ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ (4,1-3).:

...გიეს. და ამისთჳს უვაღრეს არს სიქადული... ... ...ღმრთისა მიმართ და არა თავისა თჳსისა მიმართ. ამისთჳსცა მოციქულმან ... ... ...აბრაჰამისა სარწმუნოებით განმართლებაჲ შემო]იღო სიტყუაჲ წიგნისაგან დაბადებისა, ვითარმედ: "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" ().

მოციქულისაჲ: ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანანადებით. ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ (4,4-5).

თარგმანი: განაცხადებს, ვითარმედ უმეტეს არს მადლით მინიჭებული განმართლებაჲ, რომელსა-იგი მიჰმადლებს სარწმუნოებაჲ უფროჲს საქმეთათჳს სასყიდლად მიცემულისა მის, რამეთუ ვინ არს ესოდენ ყოველსავე შინა უნაკლულოჲ სათნოებითა, რომელმან ყოვლითურთ ყოს ღმერთი თანამდებ თჳსსა, სრულებით მოქმედებითა ყოველთა მცნებათაჲთა. ხოლო სარწმუნოებით განმართლებული მადლით განმართლდების. და სადა ქრისტე მიჰმადლებდეს, უეჭუელად დიდთა მიჰმადლებს, ვითარ-იგი არიან: მადლი შვილებისაჲ, ძმა-ყოფაჲ ქრისტესი, მკჳდრ ღმრთისა ყოფაჲ, — რომელთაჲ-ამათ ოდესმცა უძლეთ მოგებად თჳსთა წარმართებათა მიერ! რამეთუ არა მცირე საქმე არს, რაჟამს ესოდენი სარწმუნოებაჲ აქუნდეს კაც...

სრულად ნახვა