მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:20

19. რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი, რამეთუ ძეთა მისთა ქმნად სიმართლისა და მშჯავრისა, რათა მოაწივნეს უფალმან აბრაჰამის ზედა ყოველი, რაოდენი თქუნა მისსა მიმართ.20. და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად.21. გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა.
დაბადებისა თავი 18
20. და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სოდომელთა დასჯა სიბრმავით და ლოტის გაფრთხილება (19:9–13):

...დაბ 19:13). შემდეგ მიზეზსაც უჩვენებენ, ყველაფერს ზედმიწევნით განუმარტავენ რა მართალს: „რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა". ეს იგივეა, რასაც ღმერთი ეუბნებოდა მამამთავარი აბრაამს: „ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ" (). აქაც ნათქვამია: „ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა".

6. სოდომის დაქცევა და ლოტის ცოლის სასჯელი (19:14–26)

ზედმეტად დიდია მათი ურჯულოება; და, რადგან მათი სენი განუკურნებელია და ჭრილობა არანაირ წამალს არ იღებს, ამიტომაც „მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა". სწორედ ამას გამოხატავდა ნეტარი დავითი სიტყვებით: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (). ჩვენ მოვედით, ამბობენ, მთელი ამ ქვეყნის მოსასპობად (მცხოვრებთა ცოდვისთვის თავად მიწაც ექვემდებარება სასჯელს); მაშ, გამოდი შენ აქედან. მართალმა, ეს რომ მოისმინა და შეიტყო მიზეზი, რისთვისაც მოვიდნენ ეს, გარეგნულად ჩვეულებრივი ადამიანები, არსებით კი ანგელოზები და ყოველთა ღვთისმსახურნი, „გამოვიდა და თქუა სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა" (...

სრულად ნახვა
საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომის ცოდვა და მოყვასის განუკითხველობა (18:20-21):

...თხევითა და ქებით მამამთავარი უფრო მეტი კადნიერებისკენ აღძრა რა, ღმერთი იწყებს თავისი განჩინებების გახსნას და ამბობს: „ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად. გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა" (). საშინელი სიტყვებია! „ღაღადებაჲ, — ამბობს, — სოდომთა და გომორთა". თუმცა ამ ქალაქებთან ერთად სხვებიც განადგურდნენ, მაგრამ, რადგან ეს ყველაზე სახელგანთქმული იყო, უფალმა მათ შესახებ განსაკუთრებით ახსენა. „განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად". შეხედე, როგორ გაიზარდა იქ ბოროტება! არამხოლოდ ღაღადების, არამედ უსამართლობის დიდი სიმრავლეა, რადგან სიტყვები „ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა" იმას ნიშნავს, ვფიქრობ, რომ ცნობილ, გამოუთქმელ და შეუნდობელ ურჯულოებასთან ერთად, ბევრ სხვა უსამართლობასაც სჩადიოდნენ: ძლიერნი უძლურებზებზე აღდგნენ, მდიდარნი ღარიბებზე. ამრიგად, ნათქვამია, არამხოლოდ დიდია მათი ღაღადება, არამედ ცოდვებიც არაჩვეულებრივია, არამედ „დიდ არიან ფრიად". მათ მანამდე უცნობი ურჯულოება გამოიგონეს, ბუნებისწინააღმდეგო ნაძრახი შეთხზეს და ისეთი მიდრეკილება ჰქონდათ ბოროტებისკენ, რომ ყველანი ყოვე...

სრულად ნახვა