ხედავ უფლის სახიერებას! ის მართალს არამხოლოდ უკვე აღსრულებული სათნოებისთვის აჯილდოებს, არამედ მომავალში მოსალოდნელისთვისაც. „უწყოდეს, — ამბობს, — ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა". მე, ამბობს, წინასწარ ვიცი ამ მართლის განზრახვები და საზღაურითაც წინ ვუსწრებ. ასე უფალი ჩვენს ყველაზე ფარულ ზრახვებსაც იცნობს და, როცა ხედავს, რომ სათანადოდ გვსურს და ჯანსაღ აზროვნებას ვამჟღავნებთ, ხელს გვიწვდის, ჩვენი შრომის წინაც კი გვაჯილდოვებს, ამით უფრო მეტ მოშურნეობას გვიღვიძებს. და ეს ყველა მართლის ცხოვრებაში შეიძლება დავინახოთ. ადამიანური ბუნების სისუსტეს რომ იცნობს, იმისთვის, რომ მძიმე შრომაში სულით არ დავეცეთ, ხშირად შრომის შუაგულში გვაძლევს შეწევნასაც და ჯილდოსაც — შრომას გვიმსუბუქებს და მოშურნეობას გვიძლიერებს. „უწყოდეს, — ამბობს, — ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი". არამხოლოდ მის შესახებ წინასწარმეტყველებს, რომ „ამცნოს", არამედ მისი შვილების შესახებაც — ისაკისა და იაკობის — რომ „იცნან გზანი უფლისანი". „გზანი უფლისანი", ანუ ბრძანებები, მცნებები. „ქმნად, — ამბობს, — სიმართლისა და...
დაბადებისა 18:21
...იტყობდე, ნუ გაკიცხავ; პასუხისგებებისა შეგეშინდეს. ბევრი რამ ეჭვისაგან განისჯება. მიემსგავსე შენს მეუფეს; მოისმინე, რას ამბობს იგი: „გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა.“ (). თუ კი შეიტყვე, გამოიძიე და ნახე, მსაჯულს დაელოდე; ნუ მიიტაცებ ქრისტეს წესს; ამის გამოკვლევა მისია, არა შენი; შენ უკანასკნელი მონა ხარ, არა მეუფე; შენ ცხვარი ხარ; ამიტომ მწყემსს ზედმეტად ნუ გამოეძიები, რათა იმაზეც, რაშიც მას ადანაშაულებ, პასუხი შენ არ აგო.
და როგორ მეუბნება მე, ამბობს ვინმე, როცა თვითონ არ აკეთებს? ის კი არ გეუბნება; თუ მას ემორჩილები, საზღაური არ გაქვს; ამას ქრისტე შეგაგონებს. და რას ვამბობ? არც პავლეს უნდა დავემორჩილოთ, თუ რამეს საკუთარს ამბობს, თუ რამეს მხოლოდ ადამიანურს, არამედ მოციქულს, რომელსაც თავის თავში ქრისტე ჰყავს მოლაპარაკე. ნუ განვიკითხავთ ე...
...და არა განკაცებული, მრავალგზის მსმენელთათჳს სიმდაბლისა სახეთა იტყოდა, რაჲთამცა მათ ერგო; რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ადამ, ადამ, სადა ხარ?“ რომელმან-იგი ყოველივე იცოდა; რამეთუ კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ვცნა, უკუეთუ ჴმისა მათისაებრ ჩემდა მომავალისა იყოფებიან“; და კუალად ეტყჳს აბრაჰამს: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაგან“; და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა ისმინესო“; და კუალად იტყჳს: „ვინ მისცეს გულსა ამის ერისასა ესრეთ ყოფად?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“. და ესრეთ მრავალი იპოვების ძუელთაცა შინა შეუმსგავსებელი სიტყუაჲ პატივსა და დიდებასა ღმრთისასა. და კუალად აქაბისთჳს თქუმულ არს: „ვინ-მე შემიცთუნოს მე აქაბ?“ და რომელ მარადის საწარმართოთა ღმერთთა თანა ჰყოფდა თავისა თჳსისა უზეშთაესობასა, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“, და მრავალი ესევითარი, რომელ...