მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 2:15

14. და მდინარე მესამე - ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი.15. და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.16. და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.
დაბადებისა თავი 2
15. და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.
საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ადამის სამოთხეში დამკვიდრება (2:15):

მოვისმინოთ, რა იკითხებოდა დღეს. ოღონდ დაძაბეთ გონება, განიშორეთ გონების გაფანტულობა და ამქვეყნიური საზრუნავები და ასე ისმინეთ (წერილის) სიტყვები. ეს საღვთო სჯულია, ზეცით მოვლინებული ჩვენი ცხონებისათვის. თუ მეფის სიგელის კითხვისას დიდი სიჩუმე ჩნდება და ყოველი ხმაური და უწესრიგობა წყდება, რადგან ყველანი დაძაბული ყურადღებით დგანან და სურთ გაიგონ, რას აცხადებს მეფის სიგელი, ხოლო ის, ვინც ცოტათი მაინც ხმაურს მოახდენს და კითხვის თანმიმდევრობას დაარღვევს, დიდ საფრთხეს ექვემდებარება, — მით უმეტეს აქ შიშითა და ძრწოლით უნდა ვიდგეთ, ღრმა სიჩუმე დავიცვათ და ფიქრთა ღელვას ავარიდოთ, რათა შეთავაზებული გავიგოთ და მორჩილებისთვის ზეციერი მეფისგან კიდევ უფრო მეტ ნიჭს ღირსვიქნათ. ვნახოთ, რას გვასწავლის ამჯერადაც ნეტარი მოსე, რომელიც ამას თავისით კი არ ამბობს, არამედ სულიწმიდის მადლის შთაგონებით. „და მოიყვანა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა". მშვენივრად დასვა თავიდანვე ეს ორი სახელი; როცა თქვა: „უფალმან", არ დაჩუმდა, არამედ დაუმატა: „ღმერთმან", ამით რაღაც საიდუმლოსა და ფარულს გვასწავლის, რათა ვიცოდეთ, რომ გავიგონებთ თუ...

სრულად ნახვა
თავი ბ̂. ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაჲ სახლსა შეყვანებაჲ, არცა მოკითხვაჲ გონებითა ვნებულითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა (1,5-6).:

...მსგავსად მცნებათა მისთა, ესევითარი იგი ვალს ნებისაებრ მისისა, ხოლო რომელი უქმებდეს, ესევითარი იგი გარე-მიქცეულ არს მისგან, რამეთუ სლვაჲ წარმატებასა მოასწავებს, ხოლო დგომაჲ — დაცხრომასა კეთილისაგან, და ესრეთ სახისმეტყუელებით თქუმულ არს ადამისთჳს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: "დაიდგინა სამოთხეს მუშაკობად და ცვად მისსა" (). მუშაკობაჲ უკუე საქმითსა აუწყებს წარმატებასა, ხოლო ცვაჲ — მიწევნასა სისრულისა მიმართ.

მოციქულისაჲ: და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხუჳდოდით, რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა, ჴორციელად მოსრულსა. ესე არს მაცთური და ანტიქრისტე (1,6-7).

თარგმანი: სარწმუნოებისა შჯულთა უცვალებელად უბრძანებს პყრობად, რაჲთა მას შინა წარემატებოდინ საქმითა კეთილითა, და კუალად, პირველისა ებისტოლისაებრ ქრისტეს განკაცებისა მგმობართა მწვალებელთა განაქიქებს და უწოდს მათ მაცთურ და ანტიქრისტე, რაჲთა ყოველნივე წინა-განაკრძალნეს ლტოლვად სივერაგეთაგან მათთა.

მოციქულისაჲ: ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარსწყმიდოთ, რაჲ-იგი ჰქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მიიღოთ (1,8).

თარგმანი: მუშაკობასა თანა საღმრთოსა ესე საძიებელ არს, რაჲთა მარადის მზა ვიყვნეთ ცვად საღმრთოთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...მარაჲ, და მას შინა განაწესნა მნათობნი, რაჲთა ბრწყინვიდენ ქუეყანასა ზედა და შეეწეოდიან კაცთა საქმესა.

ხოლო კაცი შექმნა ხატად თჳსა და მსგავსებად3 [და] „დაადგინა სამოთხესა მას შინა საშუებელისასა“ თჳთმფლობელობითა, პატივ-ცემით და მისცა მას მცნებაჲ ნივთად და საქმედ თჳთმფლობელობისა მისისა, ვითარცა წერილი იტყჳს.

ხოლო მან შურითა ეშმაკისაჲთა და ცთომითა დედაკაცისაჲთა დაივიწყა [მცნებაჲ იგი მოცემული მისა და იძლია ჭამად] ხისა მისგან და ამისთჳს გამოვარდა სამოთხით და [ექსორია] იქმნა სოფელსა ამას შინა; და მიერითგან [უფლებდა] სიკუდილი, [და განმრავლდა ცოდვაჲ ნათესავთა შორის კაცთასა, და ყოველივე სოფელი დაიპყრა უშჯულოებამან].

ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჯერ-[იჩინა] მხოლოდშობილმან ძემან და სიტყუამან ღმრთისამან ცხორებაჲ კაცთაჲ და განზრახვითა მამისაჲთა გარდამოჴდა ზეცით და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა და კაც იქმნა, ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა, თჳნიერ ცოდვისა, და მოგჳყიდნა პატიოსნითა სისხლითა თჳსითა და შეგჳმზადა მეორჱ სამყაროჲ სულიერი, რომელ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ, და განაწესნა მას შინა მნათობნი ბრწყინვალენი, - წმიდანი მოციქულნი, წინაჲსწარმეტყუელნი, მოძღუარნი, მოწამენი და მამანი, - რომელთა მიერ განანათლებს ნათესავსა კაცთასა და გონე...

სრულად ნახვა