მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:11

10. და მან თქუა: ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე.11. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე-ა ?12. და თქუა ადამ: დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე.
დაბადებისა თავი 3
11. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე-ა ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის კითხვა ადამისადმი: „სადა ხარ?" (3:9-11):

...იხმარა საღვთო წერილმა ასეთი მოწყალება (სიტყვებში); სიტყვათა სიუხეშით ის ღვთის კაცთმოყვარეობას გვასწავლის და მოშურნეობას აღგვძრავს, რათა ადამიანის ძალისამებრ მივბაძოთ უფლის სახიერებას. „და ჰრქუა მას: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე" ()? საიდან, ამბობს, შეეძლო ამის შეტყობა და ასეთი სირცხვილით დაფარვა, თუ უკიდურეს თავშეუკავებლობას არ მისცემდი თავს და ჩემს მცნებას არ უგულებელყოფდი?

4. ადამის თავის მართლება და ბრალის გადაწვდენა (3:12)

ყურადღება მიაქციე, საყვარელო, ღვთის სახიერების სიჭარბეს: ის მასთან (ადამთან) ისე საუბრობს, როგორც მეგობარი მეგობართან, და საყვედურს ეუბნება მცნების დარღვევისთვის. „ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე"? დიდი ძალა აქვს სიტყვებსაც: „მისგან არა ჭამად". განა, ამბობს, სამოთხის სიამოვნებებში შეგიზღუდე? განა სრული თავისუფლება არ მოგეცი და სამოთხეში არსებული ყველაფერი შენს ხელთ არ ჩავაბარე, ოღონდ ერთი ხისგან თავის შეკავება გამცნე, რათა გენახა, რომ მეუფის ქვეშ იმყოფები და გარკვეული მორჩილება უნდა გამოგეჩინა? მაშ, რა უზრუნველობაა ეს, რომ ამდენი სიამოვნების...

სრულად ნახვა