მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:12

11. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე-ა ?12. და თქუა ადამ: დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე.13. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ? და თქუა დედაკაცმან: გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე.
დაბადებისა თავი 3
12. და თქუა ადამ: დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე.
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ადამის თავის მართლება და ბრალის გადაწვდენა (3:12):

ყურადღება მიაქციე, საყვარელო, ღვთის სახიერების სიჭარბეს: ის მასთან (ადამთან) ისე საუბრობს, როგორც მეგობარი მეგობართან, და საყვედურს ეუბნება მცნების დარღვევისთვის. „ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე"? დიდი ძალა აქვს სიტყვებსაც: „მისგან არა ჭამად". განა, ამბობს, სამოთხის სიამოვნებებში შეგიზღუდე? განა სრული თავისუფლება არ მოგეცი და სამოთხეში არსებული ყველაფერი შენს ხელთ არ ჩავაბარე, ოღონდ ერთი ხისგან თავის შეკავება გამცნე, რათა გენახა, რომ მეუფის ქვეშ იმყოფები და გარკვეული მორჩილება უნდა გამოგეჩინა? მაშ, რა უზრუნველობაა ეს, რომ ამდენი სიამოვნების მქონემ ამ ერთისგან ვერ შეიკავე თავი და ისე სწრაფად დაარღვიე ჩემი მცნება და ამდენ უბედურებაში ჩაიგდე თავი? რა სარგებელი ნახე? განა წინასწარ არ გეთქვა ყოველივე? განა არ შეგიკავე და მუქარით არ დაგიცავი? განა არ გითხარი, რა მოგივათ? განა იმიტომ არ აგიკრძალეთ, რომ ამას (უბედურებას) არ დაქვემდებარებოდით? ვინ მოგცემს შენდობას, როცა ამდენი გაფრთხილების შემდეგ ასე უყურადღებო აღმოჩნდი? განა, როგორც მამამ საყვარელ შვილს,...

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...არ მოტყუებულა, არც ურჩობა ჩაუდენია? ზუსტად დაუკვირდი. დედაკაცი ამბობს: „გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე“ (); ადამი კი არ ამბობს, დედაკაცმა მაცდუნაო, არამედ: „მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე“ (). ხოლო ერთი და იგივე არ არის, მოტყუება თანაბუნებისა და ნათესავისგან მიიღო თუ მხეცისგან, მონისა და დაქვემდებარებულისგან; ამიტომ ის არის ნამდვილი მოტყუება. ამრიგად, ქალთან შედარებით ამბობს, რომ ის არ მოტყუებულა, რადგან ის ქალი მონამ და დაქვემდებარებულმა მოატყუა, ხოლო ეს - თავისუფალმა. კვლავ, ადამზე კი არ არის ნათქვამი: „იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად... და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა“ (), არამედ დედაკაცზეა ნათქვამი, რომ მან ჭამა და თავის ქმარსაც მისცა; ამიტომ ადამმა სურვილით შეპყრობილმა კი არ დაარღვია მცნება, არამედ უბრალოდ დედაკაცს დაერწმუნა. ერთხელ ქალმა ასწავლა და ყველაფერი დაამხო; ამიტომ ა...

სრულად ნახვა