მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:14

13. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ? და თქუა დედაკაცმან: გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე.14. და ჰრქუა უფალმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე, წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა, მკერდსა ზედა და მუცელსა ხჳდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.15. და მტერობაჲ დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა.
დაბადებისა თავი 3
14. და ჰრქუა უფალმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე, წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა, მკერდსა ზედა და მუცელსა ხჳდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაინის წყევლა და დაგვიანებული აღსარება (4:11-13):

...როგორც გველი, რომელიც ეშმაკური ჩანაფიქრის იარაღი იყო; როგორც გველმა მოტყუებით სიკვდილი შემოიყვანა, ისე კაინმაც, ძმა რომ მოატყუა და ველზე გაიყვანა, ხელი მის წინააღმდეგ შეიარაღა და მკვლელობა ჩაიდინა. ამიტომ, როგორც გველს უთხრა უფალმა: „წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა" (), ისე ამასაც, რადგან მსგავსად მოიქცა. როგორც ეშმაკმა, შურითა და ბოროტებით ამოძრავებული, ვერ აიტანა რა ადამიანისთვის თავიდანვე ბოძებული გამოუთქმელი სიკეთეები, ამ შურის გამო მიმართა მოტყუებას, რომელმაც სიკვდილი შემოიყვანა; ისევე კაინიც, ძმის მიმართ ღვთის კეთილგანწყობა რომ დაინახა, შურისგან მკვლელობისკენ წავიდა. ამიტომ ღმერთი ეუბნება მას: „წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან". წყეული, ანუ იქნები იმავე მიწისგან, „რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა" (). წყეული იქნები იმ მიწისგან, რომელიც შეიღება სისხლით, ასეთი ბოროტმოქმედებით და ასეთი უღმრთო ხელით დაღვრილით. შემდეგ საღვთო წერილი, წყევლას უფრო ნათლად განსაზღვრავს რა, ამბობს: „რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა" (). დ...

სრულად ნახვა