მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 3:13

12. და თქუა ადამ: დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე.13. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ? და თქუა დედაკაცმან: გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე.14. და ჰრქუა უფალმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე, წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა, მკერდსა ზედა და მუცელსა ხჳდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.
დაბადებისა თავი 3
13. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ? და თქუა დედაკაცმან: გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ევას გამოკითხვა და გველის მსჯავრი (3:13-15):

...სჯავრი (3:13-15)

მას შემდეგ, რაც ყოვლადსახიერმა ღმერთმა საკმაოდ ესაუბრა ადამს და მან აღიარა თავისი ცოდვა, ვინაიდან, როგორც ეგონა, ბრალი ცოლს გადასწვდინა, — შეხედე, რა მოწყალებას იყენებს ისევ (უფალი), როგორ აღირსებს ცოლსაც პასუხის გაცემას თავის წინაშე. „ჰრქუა, — ნათქვამია, — ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ" ()? შენ მოისმინე, ამბობს, რომ ქმარი ბრალს შენ გწვდის და ყოველივეს შენ გაწერს, შენ, ვინც მისი შემწეა და იმისთვის შეიქმნა, რომ რაც კი შესაძლებელი იყო, ნუგეში მიეცა, როგორც მისი მსგავსსა და თანაბუნებიანს. მაშ, რისთვის გააკეთე ეს, ცოლო? რისთვის გახდი საკუთარი თავისა და ქმრისთვის ასეთი სირცხვილის მიზეზი? რა სარგებელი ნახე ასეთი თავშეუკავებლობისგან? რა მოგიტანა შეცდუნებამ, რომელსაც ნებაყოფლობით დაემორჩილე და ქმარიც თანამონაწილე გახადე? მაშ, რას პასუხობს ცოლი? „გუელმან მაცთუნა მე, — ამბობს, — და ვჭამე". შეხედე, ისიც დიდი შიშითაა მოცული და ჩადენილი ცოდვის გამო იმართლებს თავს. როგორც ქმარი ფიქრობდა ბრალი ცოლზე გადაეწვდინა და ამბობდა: ცოლმა მომიტანა და მომცა, და ვჭამე, — ისევე ცოლიც, თავშესაფარს ვერმპოვნელი, ჩადენილს აღიარებს და ამბობს: „გუელმან მაცთუნა მე, და ვჭამე". ეს ბოროტი, ამბობს, ცხოველი გახდა ჩვენი ასეთი დაღუპვის მიზეზი; მი...

სრულად ნახვა