მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 37:20

19. და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: აჰა, ჩუენებისმხილველი იგი მოვალს.20. აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ იგი ერთსა ჯურღმულთაგანსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და ვიხილოთ, რაჲძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი.21. ესმა ესე რუბენს და განარინა იგი ჴელისაგან მათისა.
დაბადებისა თავი 37
20. აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ იგი ერთსა ჯურღმულთაგანსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და ვიხილოთ, რაჲძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი.
საუბარი 61. „ესე შობანი არიან იაკობისანი" (დაბ 37:2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იოსები ძმებთან და ქრისტეს წინასახე (37:14-27):

ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ გამოაშკარავებულიყო იოსების კეთილგანწყობა ძმების მიმართაც და მათი მკვლელობის განზრახვა მის წინააღმდეგაც. ამასთან, მომავალიც იგულისხმებოდა: ამ მოვლენებში, ჩრდილის მსგავსად, ჭეშმარიტების მომავალი მოვლენები წინასწარ იხატებოდა. როგორც იოსები ძმების მოსანახულებლად მივიდა, მათ კი არც ძმობა, არც მისი მისვლის მიზეზი პატივად არ აღიარეს, და ჯერ მოკვლა სურდათ, მერე კი უცხოტომელებს მიჰყიდეს — ასევე ჩვენმა უფალმა, თავისი კაცთმოყვარეობით, ადამიანური მოდგმის მოსანახულებლად მოვიდა, ჩვენთვის ჩვენი ბუნების ხორცი მიიღო და კეთილინება, რომ ჩვენი ძმა გამხდარიყო. ამის შესახებ პავლეც ძახილით ამბობს: „რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო. ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ" (ებრ 2:16–17). მაგრამ უმადურმა იუდეველებმა სულთა და ხორცთა მკურნალის მოკვლა მოინდომეს, რომელიც ყოველდღიურად უამრავ სასწაულს აღასრულებდა, თავიანთი მკვლელობის ჩანაფიქარი ასრულებაში მოიყვანეს და ჯვარს აცვეს ის, ვინც ჩვენი ცხონებისთვის კეთილინება მონის ხატი მიეღო. მაგრამ იუდეველებმა, უფლის ჯვარცმით, თავიანთი...

სრულად ნახვა
ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. იოსების ცრემლები და მტერთა მიტევება:

...მაგრამ მაინც ეს მოუდრეკელი, ეს მტკიცე, ეს გაქვავებული კაცი, როცა იხილა ძმები, რომლებმაც იგი თავიდან მოიშორეს, ორმოში ჩააგდეს, გაყიდეს, მოკვლაც უნდოდათ და მისი საპყრობილისა და პატივის მიზეზიც გახდნენ; როცა მათგან მოისმინა, როგორ მოექცნენ მამას: „და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი" (), — მოიტეხა, მოილბო, შეიმუსრა და ატირდა; და ტკივილს ვეღარ იტანდა: შევიდა და, როგორც წერია, „და დაიბანა პირი თჳსი და დაითმინა ტირილი" (), ესე იგი, ცრემლი მოიწმინდა.

ეს რა არის? ტირი, იოსებ? და მართლაც, ახლანდელი ვითარება ცრემლების ღირსი კი არაა, არამედ რისხვისა, მრისხანებისა და აღშფოთებისა, დიდი სასჯელისა და სამაგიეროსი; ხელში გყავს მტრები, ძმისმკვლელნი, და შეგიძლია მრისხანება დაიკმაყოფილო. თუმცა ესეც უსამართლობა არ იქნებოდა; რადგან შენ თვითონ კი არ იწყებ უსამართლო ხელის აღმართვას, არამედ თავს იცავ მათგან, ვინც უსამართლოდ მოგექცა. ღირსებას ნუ შეხედავ; იგი მათი განზრახვისაგან კი არ მოვიდა, არამედ...

სრულად ნახვა