კვლავ ჩვეულ ტრაპეზთან მინდა მიგიძღვანოთ და, თანმიმდევრულად წინათ ნათქვამის გაგრძელებით, დღეს წაკითხული წერილიდან სულიერი საზრდო შემოგთავაზოთ. დღევანდელი კითხვა საკმარისია, რომ ყველას გვასწავლოს, რა მავნებელია შური და როგორ გამოავლინა ამ დამღუპველმა ვნებამ მთელი თავისი ძალა, ნათესაურ კავშირზეც კი რომ გავრცელდა. მაგრამ, რომ ჩვენი საუბარი თანმიმდევრულად წარიმართოს, კითხვის დასაწყისს უნდა შევეხოთ. „ესე, — ამბობს წერილი, — შობანი არიან იაკობისანი". შეხედე, როგორ საკვირველმა წინასწარმეტყველმა მოსემ, იაკობის შთამომავლობის თხრობა აღგვითქვა და მოულოდნელად მისი ძის ამბავზე გადავიდა. „ესე შობანი არიან იაკობისანი" რომ თქვა, იაკობისგან შობილთა და შემდეგ მისი შვილებისგან წარმოშობილთა თხრობის ნაცვლად, როგორც ეს წესითაც იყო (როგორც ესავთან მიმართებითაც მოიქცა), მაშინვე იოსებისკენ მიიჩქარა, ახალგაზრდისკენ, რომელიც თითქმის ყველა ძმაზე უმცროსი იყო, და ამბობს: „იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა". რისთვის აღნიშნავს წლებსაც? იმისთვის, რომ გასწავლოს, რომ ახალგაზრდობა სათნოებისთვის არანაირი დაბრკოლება ვერ იქნება —...
დაბადებისა 37:3
2. ესე შობანი არიან იაკობისანი: იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა მამისა თჳსისათა. ყრმა-ღა იყო ძეთა თანა ბალასთა, და ძეთა თანა ზელფასთა, ხარჭთა მამისა თჳსისა თანა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა.3. ხოლო ისრაჱლს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა, რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალფერი.4. და ვითარცა იხილეს ძმათა მისთა, რამეთუ მამასა უყვარს იგი უფროჲს ყოველთა ძეთა მისთა, მოიძულეს იგი ძმათა თჳსთა და ვერ ეძლო მათ მშჳდობისა სიტყუად მის თანა რაჲთურთით.
დაბადებისა თავი 37