მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 4:7

6. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე.7. ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას.8. და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი.
დაბადებისა თავი 4
7. ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. კაინის ცოდვა და მიტევების საზომი:

...ეკუთვნოდა კაინს, რომელიც ადამიანი იყო და ღმერთს სწირავდა მსხვერპლს, ყველაზე საუკეთესო და ძვირფასი შეეწირა? მაგრამ, თუმცა ასე მძიმედ შესცოდა და ასეთი დაუდევრობა გამოიჩინა, ღმერთმა მისგან მაინც არ მოჰკითხა და არ დასაჯა ამის გამო, არამედ ძალიან მშვიდად ესაუბრა, როგორც მეგობარი მეგობარს, და უთხრა: "სცოდე დაყუდენ" (). მან მხოლოდ ცოდვაზე მიუთითა და ურჩია, უფრო შორს არ წასულიყო. ხედავ, რა არაჩვეულებრივი სახიერებაა! უფრო მეტიც: როცა მან არა თუ ესოდენ მოწყალება არ გამოიყენა, არამედ წინანდელს კიდევ უფრო დიდი ცოდვა დაამატა და ძმის მკვლელობას შეუდგა, ღმერთი აქაც დიდ სულგრძელობას იჩენს, იმიტომაც ჯერ ეკითხება და გამართლების შემთხვევას აძლევს; როცა კი ის შეუპოვრად დარჩა, მაშინ უკვე მის დასარიგებლად სასჯელს ადებს, თუმცა ისეთს, რომელიც სიყვარულით იყო შერბილებული.

ხედავ, როგორ აპატია ღმერთმა კაინს, როცა მან მის წინაშე ჩაიდინა ცოდვა, და არცთუ უმნიშვნელო; როცა კი მან ხელი აღმართა თავისი ძმის წინააღმდეგ, მაშინ მსჯავრი დასდო და დაწყევლა? ასეა, ახლა ჩვენც ასე მოვიქცეთ, ჩვენი უფლის მიბაძვით: ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს ვაპატიოთ და მოწყალება გამოვიჩინოთ ჩვენი შეურაცხმყოფელთა მიმართ; ხოლო როცა ცოდვა ღმერთის წინააღმდეგ იქნება ჩადენილი, მაშინ მკაცრნი ვიყოთ...

სრულად ნახვა