მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 8:7

6. ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა.7. და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განჴმობადმდე წყლისა ქუეყანისაგან.8. და განავლინა ტრედი უკუანა მისა, უკუე-თუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.
დაბადებისა თავი 8
7. და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განჴმობადმდე წყლისა ქუეყანისაგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. კიდობანი არარატზე, ყორანი და მტრედი (8:4-13):

...წყალი"** (). შეხედე, მართალი ჯერ კიდევ ვერ ბედავს თავად შეხედოს, არამედ ყორანი გამოუშვა, რათა მისი საშუალებით გაეგო, შეიძლებოდა თუ არა რაიმე კეთილი ცვლილების მოლოდინი. "და განსრული ყორანი, — ნათქვამია, — არა კუალად იქცა ვიდრე განჴმობადმდე წყლისა ქუეყანისაგან" (). საღვთო წერილმა აქ "ვიდრე" იმიტომ არ დაამატა, რომ ყორანი მოგვიანებით კიდობანში დაბრუნდა, არამედ იმიტომ, რომ მისთვის ჩვეულია ამ გამოთქმის ასეთი ხმარება. მართლაც, ასეთი ხმარება წერილის მრავალ ადგილას შეგვიძლია ვიპოვოთ, რომლებზეც ახლა მიგითითებდით; მაგრამ, რათა ჩვენგან ყველაფრის გაგებით უზრუნველნი არ გახდეთ, თქვენვე მოგანდობთ წერილის გამოკვლევას და იმის მოძებნას, სად იყენებს ის ასეთ თავისებურებებს. ახლა კი ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მიზეზი, რის გამოც ეს ფრინველი კიდობანში არ დაბრუნდა. შესაძლოა, ეს უწმინდური ფრინველი კიდობნის გარეთ იმიტომ დარჩა, რომ წყლის მოკლების შემდეგ ადამიანთა და ცხოველთა გვამები დაინახა და ბუნებრივი საკვები იპოვა — და ეს თავად მართლისთვის არცთუ უმნიშვნელო საფუძველი იყო კეთილი ცვლილების იმედისთვის. ასე რომ არ ყოფილიყო, ყორანს არანაირი საზრდო რომ არ ეპოვა, კიდობანში დაბრუნდებოდა. რომ ასეა, ჩანს იქიდან, რომ მართალმა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:

...ეს იგი მარჯუენით მამისა და სუფევდეს, ვიდრემდე დაემორ-ჩილნენ მტერნი მისნი, და მერმე აღდგეს მარჯუენით ჯდომისაგან, ანუ არღარა სუფევდესა? რომელმანმცა ეშმაკმან მოიგონა ესე ანუ იკადრამცა თქუმად? ჵ თქუენ, ეშმაკთა უურცხჳნესნო!

და კუალად წერილ არს დაბადებასა შინა: „არა მოიქცა ყორანი იგი ნოესა, ვიდრემდე განჴმა ქუეყანაჲ“. არა თუ ამას მოასწავებს, ვითარმედ შემდგომად განჴმობისა მოიქცა. და კუალად წერილ არს: „გამობრწყინდეს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდე განკფდეს მთოვარე“. არა თუ ამას იტყჳს, თუ ამისა შემდგომად არღარა ბრწყინვიდეს სიმართლე და მშჳდობაჲ მისი. და სხუაჲ ესევითარი მრავალი არს გამოჩინებად, ვითარმედ სიტყუაჲ ესე: ვიდრემდე ანუ ვიდრემდის - სადამდის სიტყუაჲ იგი იყოს, მოასწავებს, ხოლო აღსასრულსა მის საქმისასა და ამისა შემდგომად არღარა ყოფასა არა გამოაჩინებს.

ეგრეთვე აქა არა თუ ამისთჳს თქუა: „არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ“, რაჲთამცა მოიგონე, თუ მისა შემდგომად იცნა, არამედ „ვიდრემდე შვა ძე თჳსი“ ამისთჳს თქუა, რაჲთა უცხოჲ იგი და საკჳრველი საქმე დაამტკიცოს უთესლოდ და უხრწნელად შობისაჲ. ხოლო შემდგომი ამისი დაიდუმა, რამეთუ საკჳრველი ესე იყო და ძნიად დასარწმუნებელი: უთესლ...

სრულად ნახვა