...რვალენი უნდა იყვნენ. მაგრამ შვილებსაც შეჰფერით, მათ მიმართ შვილური სიყვარულით იყვნენ განწყობილნი. რადგან ამბობს: „დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ“ (). აბა მითხარი: იგი ამხელა საფრთხეზე აგებს პასუხს; შენ კი მისი მორჩილებაც არ გინდა, მაშინ როცა ეს შენთვის სასარგებლოა? რადგან თუნდაც თავის საქმეებს კარგად განაგებდეს, ვიდრე შენი საქმეები კარგად არ არის მოწყობილი, შფოთშია და ორმაგ პასუხს აგებს. დაფიქრდი, რა დიდი საქმეა თითოეულ მართულზე პასუხისგება და შფოთვა. რამდენად დიდი პატივის მიგება გინდა? რამდენ მზრუნველობას, რომელიც ამ საფრთხეებს გაუწონასწორდება? მაგრამ ამის ტოლს ვერაფერს დაასახელებ; რადგან შენ ჯერ სული არ გაგიცია, ის კი თავის სულს შენთვის დებს.
და თუ აქ, როცა ჟამი მოუწოდებს, მას არ დადებს, იქ დაღუპავს მას; შენ...