თარგმანი: იხილე, ვითარ რომელი-იგი ჰურიათა აქუნდა ფრიადითა ოფლითა და შრომითა, ესე წარმართთა ადვილად მიემადლების, მხოლოდ სარწმუნოებისა მიერ, რაჲთა თანა-აღირაცხნენ სავსებასა ქრისტეს ტაძრად აღშენებულთასა. ხოლო შენ იხილე, ვითარ საფუძველობასა შინა ორთასავე, პირველად დასდებს მოციქულთა, და მეორედ — წინაჲსწარმეტყუელთა, რაჲთა უსრულესობაჲ მადლისაჲ ზეშთა ყოს უპირველესობასა ჟამისასა, და ესრეთ, მათ ზედა დააშენნეს მორწმუნენი, რაჲთა ზოგად ყოველთა მიერ ერთა ტაძარი ქრისტესი შეასრულოს, რომლისათჳს ცხად ჰყოფს, ვითარმედ იგი არს შემაერთებელი და მცველი სიმტკიცისაჲ ყოველთა მათ ერთად შეერთებულთაჲ, რომელსა დაღაცათუ აქა თავ საკიდურთა, არამედ კუალად სხუასა ადგილსა საფუძველცა სახელ-ედების.
ეფესელთა მიმართ 2:20
19. ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა,20. აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ,21. რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ,
ეფესელთა მიმართ თავი 220. აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ,
თავი გ̂. წარმართთა და ჰურიათა განკუთნვისათჳს ღმრთისა მიმართ ქრისტეს მიერ სასოებით და მადლით
მოციქულისაჲ: აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ (2,20).:
საღმრთო ლიტურგია | ქადაგება 23.11.2014
მამა თეოდორე გიგნაძე
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, ვითარმედ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს. ხოლო ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ წინაჲსწარმეტყუელა, რამეთუ მღდელთმოძღუარი იყო“ (11,49-51).:
სრულად ნახვა...ნა შორიელნი და მახლობელნი და ყოველნი ერთგუამ-ყვნა, ; და აწ მჯდომარესა ჰრომს შინა ჰინდოეთს მყოფნი იგი მორწმუნენი ასოდ თჳსად შეურაცხიან. რაჲ არს ამის ერთობისა უზეშთაეს? და ყოველთა თავ ქრისტე არს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიერითგან განიზრახეს ჰურიათა მოკლვაჲ მისი“ (11,53).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და იგინი პირველითგან ეძიებდეს მას მოკლვად, ვი-თარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „ეძიებდეს მას მოკლვად“, ; (7,1) არამედ მა-შინ ოდენ ეძიებდეს, ხოლო აწ დაამტკიცეს გულისსიტყუაჲ მათი და იწყეს ჴელ-ყოფად საქმისა მის.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიასტანს“ (11,54).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად კაცობრივ იმალვის, ხოლო მიზეზი მითქუამს მრავალგზის, რაჲსათჳს წარვიდის.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქცეოდა მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა სახელი ერქუა ეფრაიმ, და მუნ იქცეოდა მოწაფეთა თჳსთა თანა“ (11,54).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა ჰგონებთ, არამცა შეშფოთნებოდაა გონებაჲ მოწაფეთაჲ, რაჟამს ჰხედვიდეს მას, რომელ კაცობრივ იმალვოდა? ხოლო არავინ შეუდგა მას, რამეთუ დღესასწაული...