მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 5:1

1. იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი,2. და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შეიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳის შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, სულად სულნელად.
ეფესელთა მიმართ თავი 5
1. იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი,
თავი ზ̂. სიწმიდისათჳს და სიმართლისა, რომელნი გუყოფენ ჩუენ მსგავს ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი, და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს, შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, სულად სულნელად (5,1-2).:

თარგმანი: ვინაჲთგან არა ყოველნი შვილნი ებაძვებიან მამასა, არამედ საყუარელნი ოდენ, ამისთჳს, ვითარცა შვილთა საყუარელთა, ეგრეთ გჳბრძანებს მიმსგავსებად ღმრთისა, რომელი-ესე ოდენ მარტოდ კმა არს სასყიდლად კე-თილთა მოქმედებისა, დაღათუმცა არცა ერთი რაჲ სხუაჲ იყო მისაგებელი. ამისსა შემდგომად ყოვლად უმსგავსოსა და უსწოროსა სახესა წინა-გჳყოფს — ქრისტეს ჩუენდა მომართ სიყუარულისასა, რამეთუ მან მტერნი შემიყუარნა, ხოლო აქა — მოყუასთა ჩუენთა ოდენ შეყუარებასა გუამცნებს. და მან სიყუარულისა ჩუენისათჳს სიკუდიდ მისცა ვი თჳსი, ხოლო ჩუენ უჭირველად ძალ-გჳც შეყუარებაჲ ძმათაჲ, უკუეთუ ოდენ გუენებოს. ხოლო უკუეთუ ესე რაჲთ ვყოთ, რომელ მტერნი შევიყუარნეთ, მაშინ ვიქმნებით სრულებით მიმსგავსებულ ქრისტესსა — მსხუერპლ ღმრთისა სულად სულნელად.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის