1.უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე.2.ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა.3.რამეთუ მოჰკუედით, და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა.4.რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა.5.მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ,6.რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა,7.რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხონდებოდეთ მათ შინა.8.ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა.9.ნუ უტყუით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ10.და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა,11.სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე.12.შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ,13.თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ.14.და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ,15.და მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა-იგი ჩინებულ ხართ ერთითა ჴორცითა, და მადლის მიმცემელ იყვენით.16.და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა; ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა;17.და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ.18.ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა.19.ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათა მიმართ.20.შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ.21.მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ.22.მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტივობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა.23.და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა.24.უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ.25.ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალთ-ხუმა.
მოციქულისაჲ: ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა, რომელ-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ (2,16-17).
მოციქულისაჲ: რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა (3,4).
თარგმანი: მერმესა მას დიდებით მოსლვასა მისსა იქმნების ყოველთა შორის გამოცხადებაჲ მისი, რაჟამს-იგი მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ, რამეთუ აწ დაფარულ არიან საქმენი კაცად-კაცადისანი, ხოლო მაშინ გამოცხადნენ. ვინაჲცა, რომელთა სირცხჳლისა საქმენი ექმნნენ, მათ ჰრცხუენოდის, ხოლო რომელთა ისმინონ მოციქულისაჲ და აქავე ზეცისასა ეძიებდენ, შეურაცხ-ყოფითა ყოვლისა ჴორცთა შუებისაჲთა და...
მოციქულისაჲ: ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა. ქმართა გიყუარდინ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათდა მიმართ (3,18-19).
თარგმანი: არა კაცთმოთნებით, არცა ორგულებით, არამედ შიშითა ღმრთისაჲთა ამცნებს მეუღლეთა მოქალაქობად ურთიერთას, რამეთუ მას ესრეთ სათნო უჩნს, რაჲთა ცოლსა ეშინოდის ქმრისაგან, ხოლო ქმარსა —რაჲთა უყუარდეს ცოლი და არა განმწარდებოდის მისა მიმართ. და დაღათუ მცირედ ოდესმე შეჰრისხნეს, არამედ იგიცა ნუ სიძულილით და მყოვარჟამ განმწარებით, გარნა წუთჟამ,...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს
მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რადგან არ მახარებს მე მომაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა მოიქეცით და იცოცხლეთ ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიის სამოციქუღო მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს...
ყოველსავე, რასაც იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ,ვითარცა უფლისა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლასელ. 3, 23)
წმიდა მოციქული პავლე, ეპისტოლესა შინა თვისსა კოლასელთა მიმართ, სხვათა შორის მშვენიერთა სწავლათა და დარიგებათა, ამასაც მისწერს და ასწავლის: ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა, ესე იგი ყოველი თქვენი საქმე, დიდი და მცირე რასაც კი დაიწყებთო, გულმოდგინედ და ერთგულად გააკეთეთო, როგორათაც ღვთის საქმეს აკეთებთო, და არა კაცის საქმესო.
...მდგმური — და მაინც ასე ექცევიან აღფრთოვანებით; როცა თავისიანებში იქნება, რომელ სიკეთეს არ ეზიარება? ახლა, როგორც წერია — „ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა“6 (); და მაინც, ცოცხალთაგან გარდაცვლილი უფრო მოქმედებს და უფრო პატივცემული არის; როცა მოვა თვით ცხოვრება ჩვენი, რას აღარ ეზიარება, რას აღარ მიაღწევს?სწორედ ამიტომ ღმერთმა ეს პატივი მის წილად აქცია — და არა იმიტომ, რომ ის თვითონ საჭიროებდა.რამეთუ თუ სხეულში მყოფი უგულებელყოფდა მრავალთაგან მიღებულ დიდებას, მით უფრო — სხეულისგან განთავისუფლებული!თუმცა მხოლოდ ამის გამო კი არ აქცია მის წილად ეს დიდება ღმერთმა, არამედ — რათა ისინი, ვინც მერმისს არ უჯერებენ, თუნდაც აწინდელიდან სარწმუნოებაში შეყვანილ იქნენ.ვამბობ, რომ პავლე მოვა ცათა მეფესთან ერთად, როცა აღდგომა იქნება — რომ ურიცხვ სიკეთეს ეზიარება....
...რატომ არ თქვი: „იგი უკვე მიწიდან გადასული უნდა იყოს“? მაგრამ რაც ერისკაცებს უბრძანე, იმავეს ეპისკოპოსს არ უბრძანებ.ხოლო იმათ რას ეუბნება?„მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა“ (); და კვლავ: „რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან“ (); და კვლავ: „ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს“ (); და ქრისტეც კვლავ ამბობს: „რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა ... არა არს ჩემდა ღირს“ (; )1.მაშ რის გამო არ უთქვამს ეს?იმიტომ, რომ ასეთები მცირენი თუ მოიძებნებოდნენ, ეპისკოპოსები კი ბევრი იყო საჭირო, და ყოველ ქალაქშიც ისინი, ვინც წინ წარუძღვებოდნენ.
...ელ ჟამს თვალწინ უნდა გვქონდეს უფლის სამსჯავრო და ის, რამაც შეიძლება დიდი კადნიერება მოგვცეს, ან სასჯელი მოგვიტანოს. ეს რომ გონებაში გვქონდეს, ვნებებს ვძლევთ, ხორცის აღძვრას ავღვირავებთ და, ნეტარი პავლეს სიტყვით, „მოვაკუდინებთ ასოთა ჩვენთა ქუეყანასა ზედა: სიძვასა, არა-წმიდებასა, ვნებასა, გულისთქმასა ბოროტსა" (), „რისხვასა" (), ანგარებას, დიდებისმოყვარეობას, სიძულვილს. თუ ჩვენ თავს ამ ვნებათათვის მკვდრად ვაქცევთ ისე, რომ ჩვენში მოქმედება ვეღარ შეძლონ, მაშინ სულის ნაყოფს მოვიმკით, რომელიც არის: „სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ" (გალ 5:22–23). ამაში უნდა მდგომარეობდეს ქრისტიანის განსხვავება ურწმუნოსგან; ეს უნდა იყოს ჩვენი განმასხვავებელი ნიშნები, რომ არა მხოლოდ სახელით ვიწოდებოდეთ და გარეგნობით არ ვცუდმედიდობდეთ, პირიქით, თუნდაც ყველა ჩამოთვლილი (სულის) ნაყოფი მოგვეპოვებოდეს, მაშინაც არ ვამაყობდეთ, არამედ კიდევ უფრო ვმდაბლობდეთ. „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა", – ამბობს (ქრისტე), – „თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი" (). თუ ასე ვიზრუნებთ ჩვენი ცხონებ...