მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:10

9. ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან, ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა, რომელთაჲ კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად?10. დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა.11. მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ.
გალატელთა მიმართ თავი 4
10. დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა.
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დღეთა იზმნით და თუეთა, ჟამთა და წელთა (4,10).:

თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ცრუმოციქულნი იგი, რომელნი წინადაცუეთასა ქადაგებდეს, ამასცა შესძინებდეს გარეშე შჯულისა, რამეთუ ზემოჲთგანვე ჰურიათათჳსცა ნივთთა მონებად ამას უწოდს მოციქული, ვითარ შჯულისა წესნი ზმნად გარდაექცინეს, რამეთუ მზე და მთოვარე და მოქცევი ვარსკულავთაჲ —სამკაულნი ოდენ არიან ცისანი, განმყოფელნი დღისა და ღამისანი, და შესასწავებელნი ჟამთა და წელთანი, რომელთაგან იქმნების აღრიცხუვაჲ მათი. ხოლო ესე გარეშე შჯულისა არს, რაჲთა იზმნიდეს ვინმე ანუ პატივ-სცემდეს მათ, ვითარ-თუ-მცა გრძნობაჲ რაჲმე აქუნდა, ანუ შემძლებელ იყვნეს კაცთა კეთილის-ყოფად ანუ ბოროტისა, რომლისა მიერ იქმნების მონებაჲ ნივთთაჲ.

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: დღეთა იზმნით და თუეთა და ჟამთა და წელთა (4,10).:

თარგმანი: რამეთუ წინააღმდგომნი იგი ასწავლიდეს, რაჲთა ჰურიაებრივ იმარხვიდენ თჳს-თავთა და შაბათთა და წელიწდის თავთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის