მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:15

14. და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ.15. რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი, რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე,16. ვითარცა მტერ რაჲ-მე გექმენ თქუენ, რომელი-ესე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ?
გალატელთა მიმართ თავი 4
15. რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი, რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე,
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი? რამეთუ ვეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუ-მცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე (4,15).:

თარგმანი: ესრეთ იკითხავს, ვითარმედ: სადა არს აწ ნეტარებაჲ იგი თქუენი, მორჩილებაჲ სახარებისაჲ და მოშურნე ყოფაჲ სარწმუნოებისაჲ, რომლისათჳს მე და მრავალნი გნატრიდით თქუენ? სადა არს აწ, —რამეთუ ვერღარა ვხედავ, ვითარცა არა-ყოფილსა, — რამეთუ მაშინ თუალთაცა თქუენთა აღმოიჴდიდით, დაღათუმცა ესე ჯერ-იყო რომელთასა უპატიოსნეს შეგერაცხე მე. ხოლო აწ არცა თუ კნინოდენსა მხილებასა ჩემსა მიითუალავთ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის