მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 32:6

5. და იხილა აჰრონ და უშენა საკურთხეველი წინაშე მისა და ქადაგი განავლინა მათა აჰრონ და ჰრქუა: დღესასწაული არს უფლისაჲ ხვალე.6. და აღიმსთო ხვალისაგან და შეწირა მსხვერპლები. და მოიღო შესაწირავი ცხორებისა და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.7. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: გარდაგვალე ადრე ამიერ, რამეთუ უშჯულო იქმნა ერი შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით.
გამოსლვათა თავი 32
6. და აღიმსთო ხვალისაგან და შეწირა მსხვერპლები. და მოიღო შესაწირავი ცხორებისა და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ლოთობის ზიანი და მარხვის კურთხევანი (2:16-17):

...შმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა"** (). ხედავ, საყვარელო, როგორ მოვიდა სიკვდილი თავიდანვე თავშეუკავებლობისგანგან? ნახე, როგორ საღვთო წერილიც შემდგომში მუდმივად გმობს მეინახეობას და ამბობს – ერთგან: „და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად" (), ხოლო სხვაგან: „ჭამა... განძღა და შეჰზრიობდა საყუარელი იგი, განსუქნა, განსხუა, განიშუა... და განუდგა" (). სოდომის მცხოვრებლებმაც ამით, სხვა დანაშაულთა გარდა, ღვთის შეუწყნარებელი რისხვა დაიმსახურეს. მოისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ესე უსჯულოებაჲ სოდომისა... სისავსითა პურისაჲთა... ნუკვეულობდა" (). ეს მანკიერება თითქოს ყველა ბოროტების წყარო და ფესვია.

3. მარხვის მაგალითები საღვთო წერილში

ხედავ თავშეუკავებლობის ზიანს? ახლა მარხვის კეთილმყოფელ ნაყოფს შეხედე. ორმოცი დღე მარხვაში გაატარა რა, დიდი მოსე ღირსი შეიქნა სჯულის ფიცართა მიღებისა; ხოლო როდესაც მთიდან ჩამოვიდა და ხალხის ურჯულოება დაინახა, ასეთი შრომით მიღებული ფიცრები გადააგდო და დაამსხვრია, რადგან შეუფერებლად მიიჩნია უფლის მცნებათა გადაცემა ლოთობასა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:

...უ იყოფინ ჩემდა ტირილი და გლოაჲ, არამედ მომეცინ ღმერთმან მარადის შუებაჲ და განცხრომაჲ. და რაჲმცა იყო ამის სიტყჳსა უცოფესი სიტყუაჲ? გულისჴმა-ყავ, უბადრუკო, ვითარმედ განცხრომაჲ და მღერაჲ არა ღმრთისა მიერ მოგეცემის, არამედ ეშმაკისა მიერ. ისმინე, რასა იტყჳს წერილი: „და ჯდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად“, და მეყსეულად შეუდგა სიმ-ღერასა მას კერპთმსახურებაჲ. აწ ნაყოფისაგან იცან ხე იგი, რაჲ იყო, და თესლისაგან იცან მთესვარი იგი, თუ ვინ იყო.

ესრეთ იყვნეს მკჳდრნიცა სოდომისანი შუებასა შინა და განცხრომასა. მიხედენ უკუე ნაყოფსა მას განცხრომისა მათისასა, თუ ვითარი იპოვა. ეგრეთ იყვნეს ნოეს ზე, მოიწია რაჲ წყლითრღუნაჲ იგი სასტიკი; ხედვიდეს იგინი მრავალ წელ აღშენებასა მას კიდობნისასა და მომავალი იგი რისხვაჲ ესმოდა და უზრუნველად და ულმობელად იშუებდეს და განსცხრებოდეს, ვიდრემდე მოიწია წყლითრღუნაჲ და ყოველნივე აჴოცნა. აწ უკუე ვითარ იტყჳ შენ, ჵ უგუნურო, თუ: მომეცინ ღმერთმან შუებაჲ და განცხრომაჲ? რომელსა ეშმაკი მოგცემს, მას ვითარ იკადრებ თხოვად ღმრთისაგან? გნებავსა სწავლაჲ, თუ რომელნი არიან ღმრთისა მიერ მოცემულნი ნიჭნი? - გული წმიდაჲ და სული მდაბალი, გონებაჲ შემუსრვილი და ფრთხილი წინააღმდგომად ბრძოლათა მტერისათა, აღვსებული ლმობიერებითა და მჴურვალ...

სრულად ნახვა