17.რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.18.რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა.19.რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ.
მოციქულისაჲ: რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუით აქუნდა (1,18).:
[თარგმანი: ... ... ... და ცოდვილნი, იტანჯენ იგინი გამოცხადებითა ღმრთისა სიმართლისაჲთა, ხოლო ესენი — გამოჩინებითა რისხვისა ღმრთისაჲთა, რამეთუ სიცრუით აქუნდა ჭეშმარიტებაჲ, რომელ არს ღმრთისმსახურებაჲ, და ძალსა მას ღმრთისმეცნიერებისასა სიცრუით წარაგებდეს კერპთმსახურებასა ზედა. ამისთჳსცა მსგავსად მათსა დაისაჯნენ, რომელთა-იგი ერწმუნის საფასე სამეუფოჲ და ებრძანის, რაჲთა წარაგონ იგი სადიდებელად მეფისა, ხოლო მათ წარაგიან იგი შესაწევნელად მტერთა მეფისათა და ავაზაკთა და კაცისმკლველთა.
...ელი მოიხადა, და სხვა მრავალსაც, თვით კაენსაც. ამასვე აცხადებს პავლეც, როცა ამბობს: „რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა. რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის,“ ()„რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ.“ ()„რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ,“ ()შემდეგ, როცა ცხოვრების წესზე მსჯელობას აღძრავს, არც აქ ტოვებს მათ პასუხისმგებლობის გარეშე და ასე ამბობს: „რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; არცა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ.“ ()**„ამას სამე ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ...