მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:17

16. რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა.17. რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.18. რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
17. რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების (1,17).:

თარგმანი: რომელთა გესმას რაჲ, თუ ცხორებაჲ და სიმართლე არს სახარებისა მიერ, არა მოიგონო თუ აქა ოდენ სადმე არს, ანუ თუ საწუთროჲსა საქმესა რასმე იტყჳს. ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ "გამოცხადნების", რომელი-ესე მის საუკუნისასაცა მოასწავებს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: გამოჩნდა სახარებისა მიერ სიმართლე ღმრთისაჲ აწცა მრავალთა მათ მიერ სასწაულთა, რომელნი იქმნეს სახარებისა მიერ და განყოფანი ენათანი ძალითა მით სულისაჲთა. გარნა ყოველივე ჯერეთ არა გამოჩინებულ არს, არამედ გამოჩნდების სრული იგი მერმესა მას ცხორებასა, რაჟამს მოგუეცეს მის მიერ საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ და სწავლაჲ ყოვლისავე სიმართლისაჲ.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი-სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს (1,17).:

თარგმანი: რაჲთა არა, რაჟამს სიმართლე და მაცხოვარებაჲ გესმას, აქა ოდენ ჰგონებდე მიმთხუევასა მისსა, ამისთჳს დაჰრთო "გამოცხადნების", რომლითა ამას მოასწავებს, ვითარმედ ყოვლისავე განცხადებაჲ არა ამის ჟამისაჲ არს, არამედ მერმისა მის საუკუნოჲსა დამარხულ არს. ხოლო ღონე და გზა მიმთხუევისვე მორჩილები შეწყნარება სახარებისა ქრისტესისაჲ. რამეთუ მას შინა გამოცხადნების სიმართლე .

რასა შინა? რწმუნოებით და სარწმუნოებით და და არა ოფლთა გინა შრომათაგან, არამედ ზეგარდამოჲსა ნიჭისაგან მოე, ერთი ოდენ ესე...

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ სიმართლჱ ღმრთისა მას შინა გამოცხადნების (1,17).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ საუკუნჱ ცხორებაჲ მის მიერ მოგუეცემის და სწავლაჲ ყოვლისა სიმართლისაჲ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:

...ისა წილ“. რომლისა წილ რომელი? ძუელისა წილ ახალი, რამეთუ ვითარცა არს სიმართლე და სიმართლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სიმართლისა მისებრ შჯულისა იქმნის უბიწო“. და კუალად არს სარწმუნოებაჲ და სარწმუნოებაჲ, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „სარწმუნოებითი სარწმუნოებად“. და არს ძეობაჲ და ძეობაჲ, რამეთუ იტყჳს: „რომელთა-იგი არს ძეობაჲ და შვილებაჲ“. და არს დიდებაჲ და დიდებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებისა მიერ არს, არა უფროჲსად ჭეშმარიტი იგი დიდებული იყოსა?“ და არს შჯული და შჯული, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „შჯულმან მან სულისა ცხორებისამან განმათავისუფლა მე“. და არს მსახურებაჲ და მსახურებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულითა ღმრთისაჲთა ჰმსახურებდით“. და არს აღთქუმაჲ და აღთქუმაჲ, რამეთუ იტყჳს: „და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, არა ვითარ-იგი აღუთქუ მამათა თქუენთა“. და სიწმიდე და სიწმიდე, და ნათლის-ღებაჲ დ...

სრულად ნახვა