მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:21

20. რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ,21. რამეთუ იცოდეს ღმერთი, და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას, გინა ჰმადლობდეს, არამედ ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი.22. იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
21. რამეთუ იცოდეს ღმერთი, და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას, გინა ჰმადლობდეს, არამედ ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ იცოდეს ღმერთი და არა ღმრთეებრ ადიდებდეს (1,21).:

თარგმანი: იცოდეს დაბადებულთა ხედვითა, არამედ ნებსით აცთუნნეს თავნი თჳსნი და არა ადიდეს ვითარცა ღმერთი.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს-მგებელ, რამეთუ იცოდეს ღმერთი და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას გინა ჰმადლობდეს (1,20-21).:

თარგმანი: ესე არა ამისთჳს ყო ღმერთმან, რაჲთა სიტყუაჲ მიუღოს მათ, არამედ ამისთჳს, რაჲთა ესოდენისა მისგან დიდებულებისა ქმნულთაჲსა იცნან შემოქმედი. ხოლო მათ, დაღაცათუ იცნეს და უწყოდეს, ვითარმედ უეჭუელად არს შემოქმედი შექმნულთაჲ და დამბადებელი დაბადებულთაჲ, არამედ არა ღმრთეებრ ადიდებდეს, არცა ჰმადლობდეს მას, რაჟამს პატივი დამბადებელობისა მისისაჲ დაბადებულთა მისთა მიაჩემეს, და უსულოთა მათ ჰმონებდეს სულიერნი იგი.

სააღდგომო ეპისტოლე 2024 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ვმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (). „ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი, და შლეგებად იქცნენ“ (), უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას.

ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება.

მეტად მნიშვნელოვანია ზემოთქმულის სულიერი მხარე:

როგორც ვიცით, შემოქმედი სასჯელით გვსჯიდა, როცა ხედავდა როგორ ვეფლობოდით ცოდვაში და ვიღუპებოდით. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ წარღვნით აღხოცა კაცთა შორის გამრავლებული ბორო...

სრულად ნახვა