...ასწავლა), რომ ჩვენ, ამით წარმართულნი, შესაფერის თაყვანისცემას მივაგებდეთ. და რა უგუნურება იქნებოდა, ქმნილებათა სილამაზით მოხიბლულმა მათზე შეჩერდე და გონების მზერა შემოქმედისკენ არ აღამართო, არ მოუსმინო ნეტარ პავლეს, რომელიც ამბობს: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების" ()? რას ამბობ, ადამიანო? ცას შეხედე, მის სილამაზეს, ვარსკვლავთა მრავალფეროვნებას, უზომო ბრწყინვალებას უკვირდები? ნუ ჩერდები ამაზე, არამედ გონებით გადადი მათ შემოქმედთან. მზის ნათელმა შენი ყურადღება მიიპყრო: მის დიდ სარგებლიანობას რომ ხედავ, აღტაცებაში მოხვალ, და, როცა ხედავ, რომ მისი სხივები შენს მზერას ანათებს, ამ სტიქიის სილამაზეს უკვირდები? მაგრამ ამაზეც ნუ შეჩერდები, არამედ დაფიქრდი, რომ თუკი ქმნილება ასე საკვირველი და გასაოცარია და ადამიანურ გაგებას აღემატება, მაშინ როგორი უნდა იყოს ის, ვინც მხოლოდ სიტყვითა და ბრძანებით შექმნა ეს? ასევე იმსჯელე მიწის შესახებაც: როცა ხედავ მიწას ყვავილებით შემკულს, ყველგან მცენარეებით დაფარულს, ფერად-ფერადი სამოსივით, ნუ მიაწერ ამ ნაყოფთ მიწის ძალას, არც მზისა და მთვარის ხელშეწყობას, არამედ ღვთისმოსაობით დაფიქრდი, რომ მათ შექმნამდე ღმერთმა მხოლოდ თქვა: **„აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივი...
ჰრომაელთა მიმართ 1:20
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...თი ბრძანებს, მაშინ ყველაფერი ნებას დაუთმობს და დაემორჩილება მის ნებას. ნუ გამოვიძიებთ ღვთის საქმეებს ჩვენი ადამიანური გონებით, არამედ ქმნილებებს, რომ განვიხილავთ, ხელოვანს გავოცდეთ. „რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ" ().
4. ქმნილება არაფრისგან (1:1-2)
ხოლო თუ ჭეშმარიტების მტრები დაჟინებით იტყვიან, რომ შეუძლებელია არარსებულისგან რაიმეს შექმნა, ჩვენ ვკითხავთ მათ: პირველი ადამიანი მიწისგან შეიქმნა თუ სხვა რაიმესგან? ეჭვგარეშეა, რომ დაგვეთანხმებიან და იტყვიან, რომ მიწისგან. მაშ, გვითხრან, როგორ წარმოიქმნა მიწისგან ხორცი? მიწისგან შეიძლება იყოს ტალახი, აგური, თიხა, კრამიტი, მაგრამ როგორ წარმოიქმნა ხორცი? როგორ – ძვლები, მყესები, ძარღვები, ქონი, კანი, ფრჩხილები, თმა? როგორ წარმოიქმნა ერთი არსებული ნივთიერებისგან ამდენი სხვადასხვა თვისების მქონე რამ? ამაზე მათ პირის გახსნაც კი არ შეუძლიათ. რას ვამბობ ჩვენი სხეულის შესახებ? გვითხრან პურის შესახებ, რომლითაც ყოველდღიურად ვიკვებებით: როგორ გარდაიქმნება ერთგვაროვანი პური სისხლად, ბალღამ სითხედ, ნაღველად და სხვადასხვა წვენად? პური ძირითადად ხორბლის ფერისაა, ხოლო სისხლი წითელი ან შავია. ამრიგად, თუ ვე...
...მნებიან და ჴელნიცა, და სულიცა ვერღარა შემძლებელ არს თავით თჳსით ცნობად საქმეთა, ვინაჲთგან ვერღარას ჰხედვიდეს დაბადებულთაგანსა და ვერცა მოვალს ჭეშმარიტსა გულისხმის-ყოფასა, რამეთუ ხედვითა დაბადებულთაჲთა ვიცნობთ ყოველთა ღმერთსა, „რამეთუ უხილავნი მისნი სოფლის დაბადებითგან დაბადებულთა მიერ ცნობილნი იხილვებიან“. ამისთჳს უკუე საცნაურ არს, ვითარმედ არა გუამისა ოდენ, არამედ სულისაცა სანთელი არს თუალი. ; ამისთჳსცა ვითარცა სამეუფოსა ადგილსა დამკჳდრებულ არიან თუალნი, სიმაღლესა მას შინა მსხდომარენი უზეშთაეს სხუათა მათ საცნობელთასა. და მათ დაჰბადებს აწ უფალი და მიანიჭებს უთუალოსა მას, და მერმე რაჲთა არა მოგეგონოს, ვითარმედ ნივთი ეჴმარების მას საქმედ, და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა ეჴმარებოდა მას პირველითგან თიჴაჲ იგი, რამეთუ რომელმან არაარსისაგან უზეშთაესნი იგი ბუნებანი დაჰბადნა, ესემცა უნივთოდ ვერ ქმნაა? ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ არა თუ ნივთი ეჴმარებოდა მას ამისა ქმნად, რამეთუ ამისთჳს აღიღო თიჴაჲ, არამედ რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ იგი არს, რომელმან პირველ მიწისაგან დაჰბადა კაცი, ამისთჳს სცხო რაჲ თიჴაჲ იგი და ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედ და დაიბანე“,...
...ნ მისსა ქებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა არიან თქუმულ, არცა სიტყუა, რაჲ-თამცა არა ესმა ჴმაჲ მათი“. და მოციქული ღაღადებს, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ იგი ძალი მისი და დიდებაჲ“.
რამეთუ ესეცა მებრ დიდად გულისჴმა-გჳყოფს მიუთხრობელსა მას სიმდიდრესა სიბრძნისა მისისასა, ოდეს მივხედნეთ, თუ უნდოთა მათ და არარათა ყუავილთა, რომელნი დღეს არიან და ხვალე ცეცხლად მიეცემიან ანუ დაჭნებიან და წარვლენ, ვითარ ესოდენი მიჰფინა სიკეთე და შუენიერებაჲ.
გულისჴმა-ყავ უკუე, კაცო, უკუეთუ თივათა ველისათა ესოდენი შუენიერებაჲ მისცა გარეშე საჴმრისაცა (რამეთუ რად ეჴმარების თივათა ესოდენი სიკეთე ყუავილოვნობისაჲ), ვითარ შენ არა მოგცეს, რომელი იცოდის, თუ საჴმარ არს შენდა? უკუეთუ ყოველთა უდარესი იგი ესრეთ შეამკო, შენ, რომელი ყოველთა უპატიოსნეს ხარ, არა გიღუაწოსა, რომელი იცოდის, თუ საჴმარ არს შენდა და ჯეროან?
ამისთჳსცა ვინაჲთგან ესრეთ კეთილად გამოაჩინა განგებულებაჲ იგი ღმრთისაჲ, ყოველთა ზედა მიწევნული, ზემო სახისა მისგან მფრინველ-თაჲსა, რომელთა ზრდის წამის-ყოფითა მისითა, და აქა კუალად სახითა ამით შროშანთაჲთა, ამისთჳს სამართლად აბრალებს...
...ლვების და გულისჴმა-იყოფების კაც-თმოყუარებისა მისისათჳს, რამეთუ შესაძლებელ არს აგებულებითა ამით დაბადებულთაჲთა მიუთხრობელისა მის სიბრძნისა მისისა ხილვაჲ, ვი-თარცა იტყჳს მოციქულივე, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ იგი ძალი მისი და საღმრთოჲ“, რამეთუ აგებულებისაგან სოფლისა და დაბადებისაგან კაცისა სიბრძნე და ჴელოვნებაჲ დამბადებელისაჲ იხილვების, და ესრეთ ბუნებით უხილავი იგი საქმეთაგან სიბრძნისა და ძლიერებისა და განგებულებისა მისისათა იხილვების და გულისჴმა-იყოფების. გარნა აწ წმიდათა გულითა არა ესევითარი ხოლო აღუთქუა ხილვაჲ ღმრთისაჲ გულისჴმის-ყოფითა დაბადებულთაჲთა, რამეთუ ესე შესაძლებელ არს სხუა-თა მიერცა სწავლულთა სოფლიოჲსა სიბრძნითა, უკუეთუ ენებოს ჭეშმარიტსა გულისჴმის-ყოფასა მოსლვაჲ, არამედ სხუასაცა უაღრესსა რასმე ხილვასა ნეტარებაჲ იგი მოასწავებს დამარხულსა წმიდათათჳს გულითა, რომელ-იგი ბუნებასა შინა კაცობრივსა შესაძლებელ არს დატევნად, რომელი მას საუკუნესა განმზადებულ არს წმიდათათჳს, რომელსა ვჰგონებ, თუ იგი არს უაღრესობაჲ ყოველთა მათ კეთილთა სასუფეველისათა, და უფროჲსღა ვთქუა, თუ იგი არს სასუფეველი ცათაჲ, ხილვაჲ ღმრთისაჲ, რავდენ-იგი შესაძლებელ არს, არა თუ რაჲ იგი არს, არ...