მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:8

7. ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა!8. პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა,9. რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ;
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
8. პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა,
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: პირველად ვჰმადლობ ღმერთსა (1,8).:

თარგმანი: ყოვლისა პირველად მადლობაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ, ხოლო მადლობაჲ არა თჳსთა კეთილთათჳს ოდენ, არამედ მოყუსისათაცა, რამეთუ ესე არს საქმე სიყუარულისა მის სრულისაჲ.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა (1,8).:

თარგმანი: ჯერ-იყო მადლობისა მიერ ქმნაჲ დასაბამსა სიტყჳსასა, ხოლო მადლობაჲ ჯერ-არს არა ხოლო თჳსთა წარმატებათა ზედა, არამედ მოყუსისათაცა, რომელ-ესე არს სასწაული სიყუარულისაჲ. გარნა შენ იხილე მოციქულისაჲ, თუ ვითარ ყოველთა ღმერთსა თჳსად განიკუთნავს აწინდელსა ამას ადგილსა, და ჰმადლობს მას არა თავით თჳსით, არამედ იესუ ქრისტეს მიერ. ესე იგი არს, — ღმერთსა მამასა ღმრთისა ძისა მიერ, რომელმან მომიყიდნა ჩუენ თჳსითა სისხლითა და ეგრეთ დამაგნა მამასა თჳსსა. ხოლო ჰმადლობს ამისთჳს, რამეთუ ყოველთა შორის განსმენილ იქმნა სარწმუნოებაჲ დიდისა მის ქალაქისა ჰრომისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის