მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:9

8. პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა,9. რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ;10. მარადის ლოცვათა შინა ჩემთა ვევედრები, რაჲთა აწ ღათუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
9. რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა“ (4,23).:

...შეუნდო ესრეთ ყოფად, არამედ მათისა მის ფრიადისა უძლურებისათჳს, და რაჲთა ესრეთ მცირედ-მცირედ იგინიცა მოაქცინეს; რამეთუ „ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი“ იგინი არიან, რომელნი არა ადგილითა ჰმსახურებენ ღმერთსა, არამედ სულითა, ვი-თარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა“. ხოლო რაჟამს თქუას, თუ: „სულ არს ღმერთი“ (4,24), არა თუ სხუასა რას მოასწავებს, გარნა ამას, ვი-თარმედ უჴორცო არსო, და ჯერ-არს, რაჲთა უჴორცოჲსა მის მსახურებაჲ უჴორცოჲთავე იქმნებოდის ჩუენ მიერ, რომელ არს სული და სიწმიდჱ გონებისაჲ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „თაყუანისმცემელთა მისთაჲ სულითა და ჭეშმარიტებითა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ“ (4,24). რამეთუ ვინაჲთგან სამარიტელნიცა და ჰურიანი სულისათჳს არას მოსწრაფებასა იქმოდეს და ჴორცთა განწმედისათჳს ფრიადსა მოსწრაფებასა აჩუენებდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ჴორცთა განბანითა, არამედ გონებისა სიწმიდითა იმსახურების ღმერთი. ნუ ცხოვართა და ზუარაკთა შესწირავ, არამედ თავი შენი შეწირე ყოვლითურთ ღმრთისა, და ესე არს ჭეშმარიტი თაყუანის-ცემაჲ, თუ არა, პირველნი ყოველნი აჩრდილნი იყვნეს: წინადაცუეთაჲ და მსხუერპლნი იგი, ხოლო აწ ყოველივე ჭეშმარიტება არს, და არა ჴორცთაჲ, არამედ ბოროტთა გულისსიტყუათაჲ ჯერ-არს გა...

სრულად ნახვა