მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:7

6. რომელთა შორის ხართ თქუენცა, ჩინებულნი იესუ ქრისტესნი,7. ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა!8. პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
7. ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა!
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომს შინა (1,7).:

თარგმანი: ყოველთავე მოგიკითხავო, რამეთუ ღმერთსა ყოველთა ცხორებაჲ სწორად ჰნებავს, და არა არს მის წინაშე განწვალებაჲ მდიდრისა და გლახაკისაჲ, არამედ ყოველთა ცხორებაჲ ჰნებავს.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთა შორის ხართ თქუენცა, ჩინებულნი იესუ ქრისტჱსნი. ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა (1,6-7).:

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებს ზუაობასა ჰრომთასა და ეტყჳს, ვითარმედ: "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ, ვინაჲთგან სამეუფო არს ქალაქი თქუენი, ამითმცა ჰმატდით სხუათა წარმართთა, არამედ თქუენცა მათ თანავე წოდებულ ხართ". ესე იგი არს, არა თჳთ მოსრულობაჲ, არამედ მის მიერვე მოყვანებულობაჲ, რომლისა მიერ არა არს თუალთ-ღება მდიდრისა მიმართ და გლახაკისა. რამეთუ ყოველთა ზოგად უწოდს, და ზოგად შეიწყნარებს ყოველთა მოსრულთა მისსა. ამისთჳს პირველად იტყჳს "საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა", რაჲთა უწყოდი, ვითარმედ სიყუარული ღმრთისაჲ მოგუცემს ჩუენ სიწმიდესა. და კუალად, ამისთჳს ზედაჲს-ზედა აქცევს სიტყუასა მას ჩინებულობისასა, რაჲთა მოგუაჴსენნეს ქველისმოქმედებანი ღმრთისანი ჩუენდა მომართ, რომელმან-იგი პირველ მოსლვად ჩუენდამდე ჯერ-იჩინა თჳთ-წოდებით მიანებაჲ ჩუენი მისსა.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა (1,7).:

თარგმანი: ეჰა საკჳრველი ვითარი საქმე ქმნა სიყუარულმან ღმრთისამან ჩუენ თანა, რამეთუ რომელნი-ესე მტერ და შეურაცხ ვიყვენით, მეყსა შინა წმიდა და შვილ ღმრთისა ვიქმნენით, და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "მადლი თქუენდა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა", რამეთუ, რაჟამს მამაჲ თქუას, ძესა მოასწავებს, ხოლო რაჟამს ძეობაჲ მოგუეცეს მისი, ესე თავი არს ყოველთა კეთილთაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის