თარგმანი: კითხვა-მიგებით ჰყოფს ბრალობასა ჰურიათასა, ვინაჲთგან ზემო იოველისგან შემოღებითა სიტყჳსაჲთა თქუა, ვითარმედ: "ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს". მყის რეცა წინააღმდგომსა შემოიყვანებს მოსაჯულად თჳსსა, ვითარმცა ვინ ეშჯოდა მას ჰურიათათჳს, ვითარმედ შენ იტყჳ,- "ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს"; აწ უკუე ამათ ჰურიათა ვითარ ხადონ მას, რომელი-იგი არა ჰრწამს? ანუ ვითარ ჰრწმენეს, რომლისათჳს არაჲ ასმიეს? ანუ ვინაჲმცა ისმინეს, არა თუ ვინმე უქადაგოს? ანუ ვინ უქადაგოს, უკუეთუ არა მი-ვინმე-ივლინოს მათდა? — ამას ყოველსა კითხვის სახედ წარმოიტყჳს, ვითარცა პირითა წინააღმდგომისაჲთა, და ეგრეთღა დაჰჴსნის მიზეზთა ამათ შემდგომთა სიტყუათა მიერ, ვითარმედ: მიღებულ არს ჰურიათადა ყოველივე მიზეზი ურწმუნოებისაჲ, რომლითა არა ხადეს სახელსა უფლისასა, და თჳთ დააკლნეს თავნი თჳსნი ცხორებისაგან; რამეთუ აჰა ასმიეს მათ ჩუენგან კუალადცა პირველ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ მოსწავებული ქრისტე, ხოლო რამეთუ ჩუენ არა თავით თჳსით ვქადაგებთ, არამედ მოვლინებულ ვართ, ამას ესაიაჲსგან დავამტკიცებ.
13. რამეთუ ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს.14. ვითარ უკუე ხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა?15. ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არა თუ წარივლინნენ? ვითარცა წერილ არს: ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობია!
ჰრომაელთა მიმართ თავი 10