თარგმანი: ვინაჲთგან ზემო სიმართლე თქუა მოციქულმან, რაჲთა არა ჰგონებდენ ჰურიანი, ვითარმედ რომელიმე აღუსრულებიეს შჯულისა სიმართლეთაგანი, და რომლისამე აღსრულებაჲ წაღმართ ადვილ არს მათდა, ამისთჳს მოკლედ განუსაზღვრებს, ვითარმედ აღსრულება შჯულისა და დასასრულ მისსა ქრისტე არს; და რომელსა-იგი არა ჰრწმენეს, ესევითარსა მას სხუებრ ვერ ძალ-უც ცხორებასა მიმთხუევაჲ, რამეთუ მოსეს მიერ განსაზღვრებულ ღონე ცხორებისა მიმთხუევისა არარაჲ არს სხუაჲ, თჳნიერ სარწმუნოებაჲ ქრისტესი. ამისთჳსცა სიტყუაჲ იგი მეორისა შჯულისაჲ შორის-შემოიღო, და მის მიერ დაამტკიცა მოციქულმან, ვითარმედ ქრისტეს მიმართი სარწმუნოებაჲ არს აღსრულება შჯულისა, ხოლო მისგან ურწმუნოდ დაშთომილი ზოგად განვარდების, შჯულისაგანცა და ცხორებისაგანცა.
ჰრომაელთა მიმართ 10:5
თარგმანი: თჳსად სიმართლედ ჰურიათაჲსა ძუელსა შჯულსა იტყჳს, რომელი მათ შეერაცხა სიმართლედ, და ვერ შემძლებელ არს იგი განმართლებად კაცისა თჳნიერ ქრისტეს სარწმუნოებისა, რამეთუ ქრისტეს სარწმუნოებითა სრულ იქმნების იგიცა.
განმარტება კვირიაკის სამოციქულიოსა (რომ. 10, 1-11).
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.
აწინდელთა კვირიაკეთა შინა, ესე იგი შემდგომად სულის წმინდის მოფენისა, ყოველს წირვაზედ წაიკითხებიან სამოციქულოსაგან რომაელთა მიმართ წმინდისა პავლე მოციქულისა ისრეთნი თავნი და მუხლნი, რომელნიც იპყრობენ თვის შორის დიდსა და ღრმასა სწავლასა. მეტადრე დღეს წაკითხული სამოციქულო წინა-დაგვიდებს ერთობ ღრმასა სწავლასა, რომელსა ყოველი ქრისტიანე ვერ გაიგებს ჯეროვნად, უკეთუ არ ეყოლა ხელმძღვანელი. ამისათვის, შეწევნითა ღვთისათა, ავხსნათ აზრი დღეს წაკითხულის სამოციქულოისა, ხოლო ხელმძღვანელად ჩვენდა მოვუწოდოთ დიდსა და წმინდასა მამასა ჩვენსა იოანე ოქრო-პირსა, რომელმან დაგვიტოვა ჩვენ ვრცელი და მშვენიერი განმარტება...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის