მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 10:4

3. რამეთუ უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თჳსსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს,4. რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა.5. რამეთუ მოსე დასწერს სიმართლესა მას შჯულისაგანსა, ვითარმედ: რომელმან ქმნეს იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 10
4. რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა.
თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა. რამეთუ მოსე დასწერს სიმართლესა მას შჯულისაგანსა, ვითარმედ: რომელმან ქმნას იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა (10,4-5).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო სიმართლე თქუა მოციქულმან, რაჲთა არა ჰგონებდენ ჰურიანი, ვითარმედ რომელიმე აღუსრულებიეს შჯულისა სიმართლეთაგანი, და რომლისამე აღსრულებაჲ წაღმართ ადვილ არს მათდა, ამისთჳს მოკლედ განუსაზღვრებს, ვითარმედ აღსრულება შჯულისა და დასასრულ მისსა ქრისტე არს; და რომელსა-იგი არა ჰრწმენეს, ესევითარსა მას სხუებრ ვერ ძალ-უც ცხორებასა მიმთხუევაჲ, რამეთუ მოსეს მიერ განსაზღვრებულ ღონე ცხორებისა მიმთხუევისა არარაჲ არს სხუაჲ, თჳნიერ სარწმუნოებაჲ ქრისტესი. ამისთჳსცა სიტყუაჲ იგი მეორისა შჯულისაჲ შორის-შემოიღო, და მის მიერ დაამტკიცა მოციქულმან, ვითარმედ ქრისტეს მიმართი სარწმუნოებაჲ არს აღსრულება შჯულისა, ხოლო მისგან ურწმუნოდ დაშთომილი ზოგად განვარდების, შჯულისაგანცა და ცხორებისაგანცა.

თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და თჳსსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს, რამეთუ დასასრული შჯულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა. რამეთუ მოსე ესრეთ დაწერა სიმართლისა მისთჳს შჯულისაგანისა, ვითარმედ: რომელმან ქმნეს იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა. ხოლო სარწმუნოებისაგანი სიმართლე ესრეთ იტყჳს (10,3-6).:

თარგმანი: თჳსად სიმართლედ ჰურიათაჲსა ძუელსა შჯულსა იტყჳს, რომელი მათ შეერაცხა სიმართლედ, და ვერ შემძლებელ არს იგი განმართლებად კაცისა თჳნიერ ქრისტეს სარწმუნოებისა, რამეთუ ქრისტეს სარწმუნოებითა სრულ იქმნების იგიცა.

მოძღვრება მეხუთესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება კვირიაკის სამოციქულიოსა (რომ. 10, 1-11).

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.

აწინდელთა კვირიაკეთა შინა, ესე იგი შემდგომად სულის წმინდის მოფენისა, ყოველს წირვაზედ წაიკითხებიან სამოციქულოსაგან რომაელთა მიმართ წმინდისა პავლე მოციქულისა ისრეთნი თავნი და მუხლნი, რომელნიც იპყრობენ თვის შორის დიდსა და ღრმასა სწავლასა. მეტადრე დღეს წაკითხული სამოციქულო წინა-დაგვიდებს ერთობ ღრმასა სწავლასა, რომელსა ყოველი ქრისტიანე ვერ გაიგებს ჯეროვნად, უკეთუ არ ეყოლა ხელმძღვანელი. ამისათვის, შეწევნითა ღვთისათა, ავხსნათ აზრი დღეს წაკითხულის სამოციქულოისა, ხოლო ხელმძღვანელად ჩვენდა მოვუწოდოთ დიდსა და წმინდასა მამასა ჩვენსა იოანე ოქრო-პირსა, რომელმან დაგვიტოვა ჩვენ ვრცელი და მშვენიერი განმარტება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...სა თჳსისა მიერ აღასრულა იგი, რომელ არარას გარდაჴდა, რომელიმცა არა ჰქმნა წესსა მისსა, და მეორედ ჩუენ მიერცა დაამტკიცა იგი, რამეთუ საკჳრველი ესე არს, რომელ არა თავადმან ხოლო აღასრულა, არამედ ჩუენცა მოგუანიჭა იგი, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „აღსასრული რჩულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „შეუძლებელი იგი რჩულისაჲ, რომელ უძლურ იყო, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა და დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა მით, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ მის აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად“. და კუალად იტყჳს: „შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ! არამედ შჯულსა დავამტკიცებთ“. რამეთუ ვინაჲთგან მოსწრაფებაჲ შჯულისაჲ ესე იყო, რაჲთა განამართლნეს კაცნი, და შეუძლებელ იქმნა ესე მისგან, მოვიდა ქრისტე და შემოიღო სახე სიმართლისაჲ სარწმუნოებითა და აღასრულა ნებაჲ იგი და მოსწრაფებაჲ შჯულისაჲ. იგი ისწრაფდა განმართლებად და ვერ უძლო; ქრისტემან აღასრულა შეუძლებელი იგი შჯულისაჲ და განგუამართლნა და გჳჴსნნა სასჯელისაგან და ამით ჭეშმარიტად აღასრულა ნებაჲ იგი შჯულისაჲ. და რომელი მან წიგნითა ვ...

სრულად ნახვა