თარგმანი: ესე სიტყუანი მეორისა შჯულისაგან შემოღებითა განუმარტებიან მოციქულსა; რამეთუ, თქუა რაჲ შჯულისა მიერი განმართლებაჲ, აწ იტყჳს სარწმუნოებისა მიერსაცა განმართლებასა, და ცხად ჰყოფს, ვითარმედ: ამას ვიეთნიმე მიემთხჳნეს, ხოლო მას - ვერცა ერთი ვინ. და კუალად, რაჲთა არა უნდოდ რადმე და ადვილად წარსამართებელ შეერაცხოს სარწმუნოებაჲ, ამისთჳს ცხად ჰყოფს სიმართლესა მისსა, ვითარმედ იგიცა შრომით მოსაგებელ არს და უჩინოთა გულისსიტყუათა კუეთებისაგან საკრძალავ, რამეთუ არა ხოლო ბაგითა თქუმად, არამედ არცაღა გულსა შინა მოგონებად უტევებს უძლურისა რაჲსმე და ქუემეთრევისა. და რაჲთა შეუორგულებელ იყოს ყოველსავე ზედა, ვითარმედ ღმერთსა ყოველივე ძალ-უც, და შეუძლებელ მის მიერ არცა ერთი რაჲ არს.
ჰრომაელთა მიმართ 10:6
თარგმანი: თჳსად სიმართლედ ჰურიათაჲსა ძუელსა შჯულსა იტყჳს, რომელი მათ შეერაცხა სიმართლედ, და ვერ შემძლებელ არს იგი განმართლებად კაცისა თჳნიერ ქრისტეს სარწმუნოებისა, რამეთუ ქრისტეს სარწმუნოებითა სრულ იქმნების იგიცა.
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მოიგონებ, თუ ვითარმცა იქმნა სქმჱ ესე; ვითარმცა მოვიდა ღმერთი და შთავიდა ჯოჯოხეთად და აღმოიყვანა მიერ ბუნებაჲ კაცთაჲ და აღვიდა მითურთით ზეცად.
განმარტება კვირიაკის სამოციქულიოსა (რომ. 10, 1-11).
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.
აწინდელთა კვირიაკეთა შინა, ესე იგი შემდგომად სულის წმინდის მოფენისა, ყოველს წირვაზედ წაიკითხებიან სამოციქულოსაგან რომაელთა მიმართ წმინდისა პავლე მოციქულისა ისრეთნი თავნი და მუხლნი, რომელნიც იპყრობენ თვის შორის დიდსა და ღრმასა სწავლასა. მეტადრე დღეს წაკითხული სამოციქულო წინა-დაგვიდებს ერთობ ღრმასა სწავლასა, რომელსა ყოველი ქრისტიანე ვერ გაიგებს ჯეროვნად, უკეთუ არ ეყოლა ხელმძღვანელი. ამისათვის, შეწევნითა ღვთისათა, ავხსნათ აზრი დღეს წაკითხულის სამოციქულოისა, ხოლო ხელმძღვანელად ჩვენდა მოვუწოდოთ დიდსა და წმინდასა მამასა ჩვენსა იოანე ოქრო-პირსა, რომელმან დაგვიტოვა ჩვენ ვრცელი და მშვენიერი განმარტება...
...: ნუ კაცობრივთა საქმეთაებრ გულისხმაჰყოფ ჩემთა სიტყუათა, რამეთუ არა ესევითარნი არიან სულიერნი სწავლანი, არა ჰმონებენ იგინი შჯულთა ჴორციელთა, ვითარცა მოციქული იტყჳს: „ნუ იტყჳ, თუ: ვინ აღვიდეს ზეცად? ესე იგი არს ქრისტესი გარდამოყვანება. ანუ ვინ შთავიდესო უფსკრულად? ესე იგი არს ქრისტესი მკუდრეთით აღმოყვანებაჲ“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“ (6,68).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ამათ აღდგომაჲ შეეწყნარა და ყოველივე იგი განსუენებაჲ საუკუნოჲ. ხოლო იხილე შენ ძმათმოყუარჱ იგი და კეთილი პეტრე, ვითარ ყოვლისათჳსვე კრებულისა მიუგო; და არა იტყჳს, თუ: მრწმენა, არამედ „გურწმენაო“. გულისხმა-ყავ, ვითარ სიტყუათა მათებრ მოძღურისათა იტყჳს და არა ვითარცა ჰურიანი, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არს ძჱ იოსებისი“; ხოლო ამან თქუა, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“, ; ; ; და ვითარმედ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“, რამეთუ ასმიოდეს მას კეთილად სიტყუანი იგი...