თარგმანი: ამას ჰურიათათჳს იტყჳს, რაჲთა არა თქუან, თუ სიძულილისა მათისათჳს თქუა, რაჲ-იგი თქუა ზემო, და რაჲთა დაამდაბლოს წარმართთაგანთა გონებაჲ. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ, წარმართთა, ამის ორისა მიზეზისათჳს გადიდებ — პირველად, რამეთუ ესე მსახურებაჲ რწმუნებულ არს ჩემდა, რაჲთა თქუენ გიქადაგებდე და ამისთჳს გაქებ თქუენ, ვითარცა ჩემთა მოწაფეთა; და მერმე ამისთჳს, რაჲთა ჰურიანი, რომელთაცა ჴორცად ჩემდა სახელ-ვსდებ, ვაშურვო თქუენითა ქებითა, და ნუ-უკუე მოიქცენ, და ვაცხოვნნე მათგანნი ვიეთნიმე. ხოლო განაბრწყინვებს წარმართთაგანთაცა ამით პირითა, რამეთუ მიზეზად ჰურიათა მოქცევისა სახელ-სდებს მათ, რამეთუ ჰურიანი თჳსითა წარწყმედითა იქმნეს მიზეზ წარმართთა ცხორებისა. ხოლო წარმართნი თჳსითა სარწმუნოებითა არიან მიზეზ მათისა ცხორებისა.
12. ხოლო უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი!13. ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რაოდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ, მსახურებაჲ ესე ჩემი ვადიდო.14. ვაშურო ხოლო თუ ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი?
ჰრომაელთა მიმართ თავი 11