თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ქადაგებისა მისგან სახარებისა ყოველნი ჰურიანი მტერ და საძულელ არიან თქუენთჳს, ესე იგი არს, ვითარმედ თქუენ ძლით; რამეთუ ესრეთ ბოროტ იქმნნეს, რომელ თქუენ წარმართთა მაგათ, რომელნი უცხო იყვენით ღმრთისაგან, შეიწყნარეთ ქადაგებაჲ ესე, ხოლო მათ არა შეიწყნარეს, და ამის გამო თქუენ ძლით საძულელ არიან ღმრთისა. გარნა რომელნიცა რჩეულ იქმნენ და მოიქცენ მათგანნი ღმრთისა, რჩეულებისა მის გამო და მამათა მათთათჳსცა საყუარელ იქმნენ ღმრთისა და არა უჴსენოს მათ პირველი მათი ურწმუნოებაჲ; ვითარცა-იგი არცა თქუენ გიჴსენა, ეგრეთვე მათ; რამეთუ შეუნანებულ არიან აღთქუმანი და მადლნი ღმრთისანი, რომელნი ქმნნა მათსა ნათესავსა ზედა, უკუეთუ ოდენ მათ ინებონ მოქცევაჲ.
ჰრომაელთა მიმართ 11:28
თარგმანი: ამით სახითა მტერ თქუენდა არიანო ჰურიანი, — წარმართთა მტეხს რამეთუ, რაჟამს თქუენდა მომართ მოიცვალა ქადაგებაჲ სახარებისაჲ, მის ძლით უმეტეს გეშურვნეს თქუენ და განდგეს სახარებისაგან, ხოლო ამით სახითა — საყუარელ თქუენდა, რამეთუ მამათაჲთგან და პაპთაჲთგან რჩეულ და საყუარელ არიან ღმრთისა, ვითარცა შვილნი მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთანი.
...თქუენდა ყოველივე სოფელი. ესეოდენ შეურაცხ არიან საქმენი ესე, ვიდრეღა არცა თუ წარმართთა მათ ფილოსოფოსთა აქუნდა იგი ღირსად პატივისა, არამედ გარეგან ჩუენისა ბუნებისა უწესდეს და არად საჴმარ სახელ-სდებდეს.
და ვითარ პავლე მოციქულსა არა შეურაცხად აქუსო წესი ესე, რამე-თუ იტყჳს: „რჩეულებისა მისგან საყუარელ მამათათჳს“. აჰა ესერა მამა-თათჳს თქუა საყუარელ-ყოფაჲ შვილთაჲ, მეტყჳან ჩუენ ვიეთნიმე; არამედ რომელნი ამას იტყჳთ, იხილეთ, თუ ოდეს თქუა მოციქულმან სიტყუაჲ ესე და ვიეთთჳს, ანუ ვიეთ მიმართ იყო სიტყუაჲ მისი. რამეთუ წარმართთაგანნი მორწმუნენი ზუაობდეს სარწმუნოებისათჳს და შეურაცხ-ჰყოფდეს ებრაელთაგან მოქცეულთა, და უძჳრესი განხეთქილებაჲ შევიდოდა მათ შორის. ამისთჳს თქუა ესევითარი სიტყუაჲ, რაჲთა მათიცა ზუაობაჲ დაამდაბლოს და ესენიცა ღმრთისმსახურებად და შურად კეთილისა მოიყვანნეს. უკუეთუ არა, ოდეს-იგი იწყო სიტყუად ახოვანთა მათთჳს და დიდთა მამათმთავართა, ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან ქუეყანასა ზედა. და რომელნი ამას იტყჳან, გამოაჩინებენ, რამეთუ მამულსა ეძიებენ. და თუმცა მას მოიჴსენებდეს, ვინაჲ-იგი გამოვიდეს, აქუნდამცა ჟამი მუნ მიქცევისაჲ. ხოლო აწ უმჯობესსა მას გული ეტყჳს, ესე იგი არს, ზეცისასა“....