თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ არა ხოლო მხილებისა დაცხრომასა, არამედ ჟამ ერთ თანა-სათნო-ყოფასა უსრულისასა უბრძანებს სრულსა მას, ვითარ-იგი თჳთ ამან მოციქულმან მრავალგზის ყო ტაძარსა შინა განწმედითა, ტიმოთეს წინა-დაცუეთითა და მსხუერპლთა შემწირველობითა, არამედ აქაცა მრავლითა სიტყჳთა ამხილებს უსრულსა მას, დაღაცათუ შეეწევის მას, რამეთუ შებრკოლებულად უწესს, რომელი-ესე ბრმასა თჳს-ეყვის, და დაბრკოლებულად, რომელი-ესე მკელობელსა ერქუმის, და უძლურად, რომელი-ესე მცირედ მორწმუნისა სენ არს.
ჰრომაელთა მიმართ 14:21
20. ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა. ყოველივე წმიდა არს, არამედ ბოროტ არს კაცისა, რომელი შებრკოლებისათჳს ჭამდეს.21. უმჯობეს არს არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ და არცა სუმაჲ ღჳნისაჲ, არცა რომლითა ძმაჲ იგი შენი შეჰბრკოლდების გინა დაჰბრკოლდების ანუ მოუძლურდების.22. შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? თავისა შენისათჳს გაქუნდინ წინაშე ღმრთისა. ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი თჳსი, რომელსა შინა გამოიცადოს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 14