მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 14:22

21. უმჯობეს არს არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ და არცა სუმაჲ ღჳნისაჲ, არცა რომლითა ძმაჲ იგი შენი შეჰბრკოლდების გინა დაჰბრკოლდების ანუ მოუძლურდების.22. შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? თავისა შენისათჳს გაქუნდინ წინაშე ღმრთისა. ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი თჳსი, რომელსა შინა გამოიცადოს.23. ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ ჭამოს, და-ვე-სჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 14
22. შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? თავისა შენისათჳს გაქუნდინ წინაშე ღმრთისა. ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი თჳსი, რომელსა შინა გამოიცადოს.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? თავისა შენისათჳს გაქუნდინ წინაშე ღმრთისა (14,22).:

თარგმანი: აქა სარწმუნოებად არა შჯულისსა, არამედ საჭმელთა მიმართ სარწმუნოებისასა იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ სრულ ხარ სარწმუნოებითა, ნუ მიმო-განსთქუამ სრულებასა გონებისა შენისასა, არამედ თავსა შორის თჳსსა იპყარ წინაშე ღმრთისა, რომელსა არარაჲ დაეფარვის.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? — თავისა შენისაჲ გაქუნდინ წინაშე ღმრთისა (14,22).:

თარგმანი: სარწმუნოებასა აქა არა სამებისასა იტყჳს და შჯულისასა, რამეთუ იგი შეუძლებელ არს მისაშუებელად, უკუეთუ ცთომაჲ რაჲ ვის აქუნდეს; არამედ ჭამადთათჳს იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ გაქუს სარწმუნოებაჲ, რომელ არა განიკითხავ ჭამადთა, გაქუნდინ წინაშე ღმრთისა, და მაგისთჳს სხუათა ნუ დააბრკოლებ.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? (14,22).:

თარგმანი: აქა არა რჩულისა სარწმუნოვებასა იტყჳს, არამედ ჭამადისა მისთჳს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის