თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "არღარა მაქუს ადგილი და მსურის მისლვად თქუენდა", და იგი ჯერეთ ჰყოვნიდა-ვე, რაჲთა არა კიცხევად შეჰრაცხონ, ამისთჳს მიზეზსაცა ეტყჳს დაყოვნებისასა; ესე იგი არს მსახურებად წარვლინებაჲ იგი. ხოლო რომლისაჲ პავლე მსახურ არს, გულისჴმა-ყავ-ღა, თუ რაბამ იყო საქმე იგი მსახურებისაჲ.
ჰრომაელთა მიმართ 15:25
24. და უკეთუ წარვიდოდი სპანიად, მოვიდე თქუენდა, რამეთუ ვესავ, ვითარმედ მი-რაჲ-ვიდოდი მუნ, გიხილნე თქუენცა, და თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ, უკუეთუ თქუენითა ხილვითა ზოგს-რაჲმე განვძღე პირველად.25. ხოლო აწ ესერა წარვალ იერუსალჱმდ მსახურებად წმიდათა.26. რამეთუ ჯერ-იჩინეს მაკედონიამან და აქაჲამან ზიარებისა რაჲმე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, რომელნი არიან იერუსალჱმს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15