თარგმანი: განაცხადებს ვითარმედ არა ხოლო ვითარცა მოწყალებისა, არამედ ვითარცა თანამდებისა მოვალე არიან მიცემად მათდა. ხოლო რაჲ-მე არიან სულიერნი იგი? — ცხად არს, ვითარმედ ჰურიათათჳს მოვიდა ქრისტე, ვითარ-იგი იტყოდა, ვითარმედ: "არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), და რამეთუ "ცხორებაჲ ჰურიათაგან არს" (). რამეთუ მიერ იყვნეს მოციქულნი, მიერ წინაჲსწარმეტყუელნი, მიერ ყოველნი კეთილნი და დასაბამნი ღმრთისმსახურებისანი, ვინაჲცა უკუეთუ სულიერთა ამათ მათთა ეზიარნეს წარმართნი და სერობისა მათთჳს დაგებულისა მეინაჴე იქმნნეს მებოძირნი გზისანი, რაჲ საკჳრველ არს, ჴორციელთა შინა, რაჲთა არა ეზიარნენ, არამედ, ვითარცა მონათა მეუფესა ხარკი, ეგრეთ მიუძღუანონ წმიდათა მათ საჴმარი ჴორცთაჲ. უფროჲსღა, რამეთუ ჴორციელნი საჴმარნი არავის განეკუთნვიან, არამედ საზოგადოდ საჴმრად ყოველთათჳს ღმრთისა მიერ მოცემულ არიან.
ჰრომაელთა მიმართ 15:27
26. რამეთუ ჯერ-იჩინეს მაკედონიამან და აქაჲამან ზიარებისა რაჲმე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, რომელნი არიან იერუსალჱმს.27. ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათა. რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ თანა-ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც და ჴორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა.28. ესე უკუე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა. და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15