მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 15:30

29. ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე.30. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანა-მოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ.31. რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ,
ჰრომაელთა მიმართ თავი 15
30. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანა-მოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ.
თავი ი̂თ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ სულიერთა მათ მათთა ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც ჴორციელითაცა მსახურებად მათდა. ესე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად. ხოლო ესე უწყი, ვითარმედ, მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესისაჲთა მოვიდე. გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანამოღუაწე მექმნენით მე ლოცვითა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს, და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ, რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა (15,27-32).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ იერუსალჱმს გამოჩნდა პირველად სარწმუნოებაჲ და ზიარ მისა იქმნეს წარმართნიცა, და ამისთჳს თანა-აც, რაჲთა ამათცა ჴორციელად ჰმსახურონ მუნ მყოფთა მათ წმიდათა, ვითარცა ამათ მათ მიერ მოიღეს სარწმუნოებისა ქადაგებაჲ.

თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესსა და სიყუარულითა მით სულისაჲთა თანამოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს (15,30-31).:

თარგმანი: ვითარცა არაღირსი თავით თჳსით ვედრებად, იესუ ქრისტეს და სულისა წმიდისა მიერ ევედრების. ხოლო შენ ნუ შესძრწუნდები, ვითარ მამაჲ არა აჴსენა ძისა და სულისა თანა; რამეთუ რომელიცა ერთი მათგანი აჴსენოს, სამნივე უჴსენებიან, ვითარცა მრავალგზის გჳთქუამს, რამეთუ ერთ არს არ. არამედ იხი გარდამატებული სიმდაბლე პავლესი, ვითარ ლოცვასა ითხოვს მოწაფეთა მიერ, არა რაჲთა იბრძოლოს ანუ სძლოს ურჩთა მათ სახარებისათა, არამედ რაჲთა ყოვლად ეკუეთოს-ვე არა; სიტყჳსაებრ მოძღურისა და უფლისა თჳსისა, ვითარმედ: "ილოცევდით, რაჲთა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (), რაჲთა გამოაჩინოს სიბოროტე და მგელთ მიმსგავსებულობაჲ მათი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის