მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 15:29

28. ესე უკუე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა. და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად.29. ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე.30. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანა-მოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15
29. ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე.
თავი ი̂თ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ სულიერთა მათ მათთა ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც ჴორციელითაცა მსახურებად მათდა. ესე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად. ხოლო ესე უწყი, ვითარმედ, მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესისაჲთა მოვიდე. გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანამოღუაწე მექმნენით მე ლოცვითა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს, და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ, რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა (15,27-32).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ იერუსალჱმს გამოჩნდა პირველად სარწმუნოებაჲ და ზიარ მისა იქმნეს წარმართნიცა, და ამისთჳს თანა-აც, რაჲთა ამათცა ჴორციელად ჰმსახურონ მუნ მყოფთა მათ წმიდათა, ვითარცა ამათ მათ მიერ მოიღეს სარწმუნოებისა ქადაგებაჲ.

თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე (15,29).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს მოვიდე თქუენდა, უწყი, ვითარმედ გპოვნე აღსავსედ ყოვლითა კეთილითა, რამეთუ სავსებაჲ კურთხევისაჲ სახარებისა ქრისტესისაჲ —უნალოებასა ყოველთა კეთილთაგან მოასწავებს.

ჳკუმენისი: გინა თუ ესრეთცა, ვითარმედ უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, აღმავსებელ ვექმნე სულთა თქუენთა ყოვლითა კეთილითა სარწმუნოებისა ქრისტესითა და საქმეთა კეთილთაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის