თარგმანი: რაჲთა არა იტყოდიან ჰურიანი — და რაჲ არს ესე ყოველი ჩუენდა მომართ; რამეთუ არა თუ ამას ყოველსა ჩუენთჳს იტყჳს, — ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ჰე, თქუენდა მომართ არს, რამეთუ ყოველთა ვიცით ესე, ვითარმედ რავდენსაცა შჯული იტყჳს (ხოლო შჯულად იტყჳს ყოველსავე ძუელსა წერილსა, და რავდენსაცა შჯულისა მის ძუელისა წერილნი იტყჳან), მათ ეტყჳნ, რომელნი შჯულსა მას ძუელსა ქუეშე არიან; რამეთუ, რადმცა ეტყოდა დავით უცხოთა, რომელნი არა იყვნეს შჯულსა მისსა ქუეშე, ანუ ესაია სხუათა მათ რად ამხილებდა, რომელი-იგი ჰურიათა მიმართ მივლინებულ იყო ღმრთისა მიერ მხილებად მათისა უკეთურებისა; არამედ რავდენსაცა იტყჳან იგინი, დაღაცათუ სხუათა მიმართცა მცირედ სადმე იტყჳან, არამედ თქუენ არასადა კიდე ხართ, გარნა თქუენთჳსვე იტყჳან, რომელნი-ეგე შჯულსა ქუეშე ხართ.
ჰრომაელთა მიმართ 3:19
თარგმანი: ყოველთავე ძუელთა წიგნთა "შჯულად" სახელ-სდებს მოციქული; ვითარცა, რაჟამს-იგი იტყოდის "დაბადებისაგან", ვითარმედ: "შჯული არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ აბრაჰამს ორ ძე ესხნეს" (), ეგრეთვე აწ ზემო თქუმულთა მათ სიტყუათა ბრალობისათა დავითისთა და ესაიაჲსთა "შჯულად" უწოდს, და შჯულისაგანთა მიმართ თქუმულად, რომელ არიან ჰურიანი, ხოლო დაღაცათუ მათდა მიმართ ოდენ იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი, არამედ სამართლად მათითა მით პირითა ყოველსა სოფელსა ამხილეს ზოგად თანამდებობაჲ ცოდვისა", რაჲთა ყოველთა წინა-გზა-უყონ სარწმუნოებისა მიმართ, რაჟამს გულისჴმის-ყოფად მოიყვანნენ, ვითარმედ ვერ კმა არს სრულ-მყოფელად და საცხორებელად მათდა ვერ შჯული წიგნისაჲ, ვერცაღა შჯული სჳნიდისისაჲ, თჳნიერ მხოლოდ სარწმუნოებაჲ იესუ ქრისტესი. ხოლო გესმას რაჲ, ვითარმედ "ყოველთავე ცოდეს", არა ამისთჳს ცოდეს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, არამედ, რაჟამს მათ ცოდეს, და შჯულმან ამხილა ცოდვაჲ იგი, მაშინღა მხილებულთა მათ დაეყო პირი, რაჲთა არღარა აქუნდეს...
...მათისა მისთჳსცა უშჯულოებისა სიტყუად, ვითარმედ სარწმუნოებისაგანცა გარდაიქცეს და საქმეთა ბოროტთა იქმნნეს მოქმედ, ვითარცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს მათისა უკეთურებისათჳს. და მერმე იტყჳს: „ვიცით, რამეთუ შჯული რაოდენსაცა იტყჳს, შჯულისათა მათ ეტყჳს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, რამეთუ ყოველთა ცოდეს“.
აწ უკუე რაჲსათჳსღა აღიმაღლებ თავსა შენსა, ჰურიაო? რამეთუ დაყოფილ არს შენიცა ეგე უგულისხმოჲ პირი და კადნიერებაჲ ეგე შენი და საშჯელისა თანამდებ ხარ, რამეთუ დაღაცათუმცა კეთილი გექმნა და არამცა შეცთომილ იყავ, მაშინცა არა თანაგედვა წუხილი სხუათა ცხორებისათჳს, და ესე უკეთურისა გონებისა საქმჱ არს, და უფროჲსად, რა-ჟამს არა შენითა დაჭირვებითა იყო მათი წყალობაჲ, რამეთუ უკუეთუმცა სხუათა ცხორებაჲ შენთა კეთილთა ავნებდა, მაშინმცა სიტყუაჲ გაქუნდა, დაღაცათუ უგულისხმოჲ არს იგიცა. უკუეთუ კულა არცა ტანჯვითა მით სხუათაჲთა მოგეცემის უმეტესი კეთილი, არცა ცხორებითა მათითა გევნების შენ, რაჲსათჳს ესრეთ ბოროტსა აღადგენ თავსა ზედა შენსა ამისთჳს, რომელ სხუანი უსასყიდლოდ მიიღებენ? და ვითარცა ვთქუ, დაღაცათუმცა კეთილისმოქმედ იყავ, არავე გიჴმდა სხჳსა კეთილსა ზედა წუხილი. ვინაჲთგან უკუე შენცა გიცოდავს და გიქმნიეს ბოროტი, და ჯერეთ სდრტჳნავვე სხუათა კეთილისათჳს...