მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 3:28

27. სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა? საქმეთაგან-მეა? არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა.28. რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თჳნიერ საქმეთა შჯულისათა.29. ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? ჰე, წარმართთაჲცა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 3
28. რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თჳნიერ საქმეთა შჯულისათა.
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებით თჳნიერ საქმეთა შჯულისათა (3,28).:

თარგმანი: აწ უკუე ამას ვიტყჳო, ვითარმედ სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა იქმნების განმართლებაჲ კაცისაჲ, თჳნიერ საქმეთა მათ შჯულისათა. ხოლო რომელთა იტყჳს საქმეთა შჯულისათა? — წინადაცუეთასა, დამარხვასა მას შაბათისასა და უბანელად არაჭამასა და სხუათა ესევითართა მრავალთა; და ღაღადებს, ვითარმედ: არღარად საჴმარ არიან ესე საქმენი, არამედ ქრისტეს სარწმუნოებაჲ და ამის სარწმუნოებისა საქმენი.

თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა? საქმეთაგან-მე-ა? — არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა, რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა, თჳნიერ საქმეთა შჯულისათა (3,27-28).:

თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ: "სადა არიან მოქმედებანი?", არამედ მოქადულობანი, რაჲთა ცხად-ყოს ვითარმედ ცუდად და უქმად მოქადულ იყვნეს ჰურიანი სიტყუათა ზედა შჯულისათა, დიდად მოქადულობაჲ ლისაგან; საქმითისა ანუ სარწმუნოებითისა? - ცხად არს, ვითარმედ არა საქმითისა, არამედ სარწმუნოებითისა, რამეთუ, ვითარცა-იგი ზემო ორთა შჯულთა თანა (ბუნებითსა და წიგნისასა) მესამე შჯული დააწესა — საქმით მოქმედებად შჯულთა ბრძანებისაჲ. ეგრეთვე, აწ მეოთხედ შჯულად დააწესებს სარწმუნოებასა, და ამას მძლედ გამოაჩინებს სამთა მათსა, და იტყჳს, ვითარმედ: იქმნების განმართლებაჲ კაცისაჲ სარწმუნოებითა ოდენ, თჳნიერ საქმეთა შჯულისათა, რამეთუ "შჯულად სარწმუნოებისა" უწოდს მადლით ცხოვნებასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის