თარგმანი: ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არსო, და მამაჲ აცხოვნებს ერსა მას სარწმუნოებითა ქრისტესითა მისდა შეწყნარებულსა, სადა-ღა არს ჰურიათა სიქადული? — განდევნებულ არს. რაჲ არს თუ "განდევნებულ არს"? — ესე იგი არს, ვითარმედ დაცხრომილ არს; რამეთუ დაღაცათუ იყო ოდესმე, ხოლო აწ ქრისტეს მოსლვითგან განდევნებულ არს და წარსრულ არს, რამეთუ სარწმუნოებამან ამან განდევნა სიქადული იგი.
ჰრომაელთა მიმართ 3:27
26. თავს-დებითა ღმრთისაჲთა გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსისა.27. სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა? საქმეთაგან-მეა? არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა.28. რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თჳნიერ საქმეთა შჯულისათა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 3