მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 3:31

30. ვინაჲთგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა.31. აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ. არამედ შჯულსა დავამტკიცებთ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 3
31. აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ. არამედ შჯულსა დავამტკიცებთ.
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? — ნუ იყოფინ; არამედ შჯულსა დავამტკიცებთ (3,31).:

თარგმანი: ჰურიანი დაბრკოლდებოდეს და ეტყოდეს, ვითარმედ: სრულიად განაქარვებ შჯულსა მას მოსესსა სარწმუნოებითა მაგით. ამისთჳს უკუე იტყჳს, ვითარმედ სარწმუნოებაჲ ესე არა თუ ოდენ არა განაქარვებს შჯულსა მას, არამედ უფროჲსად დაამტკიცებს. ვითარ? გარნა ესრეთ, რამეთუ შჯული იგი ამას სარწმუნოებასა მოასწავებდა, ხოლო ვინაჲთგან მოვიდა, რომელსა-იგი მოასწავებდა, აწ დაემტკიცა შჯული იგი, და ჭეშმარიტად გამოჩნდა. და კუალად, ესრეთცა დაამტკიცებს შჯულსა სარწმუნოებაჲ, რამეთუ შჯული ისწრაფდა, რაჲთამცა აცხოვნნა კაცნი, და ვერ შეეძლო, რამეთუ სუფევდა ცოდვაჲ, და მისი საქმე ესე ოდენ იყო, რაჲთამცა კაცნი აცხოვნნა, და ვინაჲთგან ესე ვერ ეძლო, ცუდ ექმნებოდა საქმე მისი. ხოლო აწ სარწმუნოებაჲ ესე ქრისტესი აცხოვნებს კაცთა, და ვინაჲთგან საქმესა მას და ნებასა შჯულისასა აღასრულებს, დაამტკიცებს მას სადმე. ხოლო დამტკიცებაჲ რაჲ თქუა, გამოაჩინა, ვითარმედ შერყეულ იყო იგი.

თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? — ნუ იყოფინ, არამედ შჯულსა დავამტკიცებთ (3,31).:

თარგმანი: ამიერ ცხად-ჰყოფს ვითარმედ ახალი ესე შჯული ძუელსა მას არა დაჰჴსნის, არამედ უფროჲსღა განამტკიცებს, რამეთუ რაჲ-იგი მას ენება ქმნად, რაჲთა განამართლნეს კაცნი, ხოლო ვერ შემძლებელ იყო, ვინაჲთგან ყოველნივე ზოგად ცოდვასა ქუეშე იყვნეს, ესე ამან შეუძლო სარწმუნოებისა მიერ, რაჲთა მყის, ვისცა ჰრწმენეს, იგიცა ცხონდეს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...ნ ძე თჳსი მოავლინა და დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა მით, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ მის აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად“. და კუალად იტყჳს: „შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ! არამედ შჯულსა დავამტკიცებთ“. რამეთუ ვინაჲთგან მოსწრაფებაჲ შჯულისაჲ ესე იყო, რაჲთა განამართლნეს კაცნი, და შეუძლებელ იქმნა ესე მისგან, მოვიდა ქრისტე და შემოიღო სახე სიმართლისაჲ სარწმუნოებითა და აღასრულა ნებაჲ იგი და მოსწრაფებაჲ შჯულისაჲ. იგი ისწრაფდა განმართლებად და ვერ უძლო; ქრისტემან აღასრულა შეუძლებელი იგი შჯულისაჲ და განგუამართლნა და გჳჴსნნა სასჯელისაგან და ამით ჭეშმარიტად აღასრულა ნებაჲ იგი შჯულისაჲ. და რომელი მან წიგნითა ვერ ქმნა, ამან სარწმუნოებისა მიერ ქმნა. ამისთჳსცა იტყჳს: „არა მოვედ დაჴსნად შჯულისა“.

ხოლო უკუეთუ ვინ კეთილად გამოეძიებდეს, მესამეცა სახე არს, რომლითა აღასრულა შჯული: მცნებათა მათ დადებაჲ, რომელთაჲ ეგულების თქუმად, რამეთუ არა დაჴსნაჲ იყო სიტყუაჲ მისი პირველთაჲ მათ, არამედ უფროჲსად აღორძინებაჲ. შჯულმან თქუა: „ნუ კაც-ჰკლავ“; ქრისტემან თქუა: „ნუცა განრისხნები“. ესე არა დაჴსნაჲ ა...

სრულად ნახვა