მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 5:14

13. რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არად შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა.14. არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ.15. არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეთცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა!
ჰრომაელთა მიმართ თავი 5
14. არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ.
თავი ვ. იესუ ქრისტეს უფლისა კაცებისათჳს, რომელ იქმნა ნაცვალად მისა და იჴსნა იგი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ სუფევდა სიკუდილი (5,14).:

თარგმანი: სუფევდა უცოდველთაცა ზედა, რამეთუ გზაჲ პოვა ადამის ცოდვისაგან და მიზეზი, და ყოველთა ზედა მივიდოდა.

თავი ვ̂. შემოსლვისათჳს მაცხოვარებისა ჩუენისათჳს მეორისა მის კაცისა იესუ ქრისტესსა პირველისა მის წილ დაცემულისა მიწისაგანისა ადამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესამდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისსა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ (5,14).:

თარგმანი: ვითარ-იგი ჩუენ გულისჴმა-ვჰყოფთ, საგონებელ იყო თქუმად ადამისითგან ქრისტესამდე სუფევაჲ სიკუდილისაჲ, და ეგრეთცა იტყჳს მიფარულად-რე, რამეთუ მოსედ უწოდს ყოველთა მათ ჟამთა მოსეს მიერ მოცემულისა შჯულისათა, რომელთა შინა სუფევდა სიკუდილი, ადამისითგან ვიდრე ქრისტესამდე, რომელმან დაჰჴსნა იგი.

ხოლო ვითარ მსგავს იქმნა დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ გარდასლვასა მას ადამისსა? ანუ ვითარ სახე არს ადამ მერმეთა მათ ჟამთაჲ? (რამეთუ მერმედ ჟამად ქრისტესა უწოდს). ამიერ ცხად არს, ვითარმედ ვითარცა-იგი სიკუდილითა ადამისითა ყოველნი მოსწყდეს, ეგრეთვე წინაუკუმო; სიკუდილითა ქრისტესითა ყოველნი ცხონდეს. და ვითარ-იგი გემოჲს-ხილვაჲ ადამისი და მათცა , ეგრეთვე ქრისტე განამართლებს რცა ერთი რაჲ ოდეს ექმნეს კ.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ რჩულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა და ცოდვაჲ იგი არად შერაცხილ იყო, რამეთუ არღა იყო რჩული, არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან მოსესამდე და მათ ზედაცა, რომელთა არა ეცოდა (5,13-14).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ვიდრე მოსესამდე შჯული არა იყო, არამედ მოსე დადვა შჯული და განკრძალვაჲ ცოდვისაგან, და ვანაჲთგან დადვა მოსე შჯული ღმრთისა მიერ, მაშინდითგან დაისჯებოდეს კაცნი გარდასლვისათჳს შჯულისა, და ეუფლებოდა მათ მისთჳს სიკუდილი, რამეთუ გამოაჩინებდა შჯული ცოდვისა საქმესა, და იყო იგი საცნაურ, ხოლო პირველ რჩულისა, დაღაცათუ იყო ცოდვაჲ სოფელსა შინა, არამედ არად შერაცხილ იყო ცოდვად, და ვინაჲთგან ცოდვისაგან მიიღებს სიკუდილი უფლებასა, ხოლო რაჟამს რჩული არა იყო, არა ჩნდა ცოდვაჲ, ვითარ სუფევდა სიკუდილი. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა მით ცოდვითა რჩულისა გარდასლვისაჲთა აქუნდა მაშინ სიკუდილსა უფლებაჲ, არამედ ცოდვითა მით ადამის გარდასლვისაჲთა იგი იყო ყოველთა ამჴოცელ. ამისთჳს პარველ რჩულისაცა ყოველნი სიკუდილისა მძლავრებასა შთავარდებოდეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის