თარგმანი: რაჲთა არა თქუან თუ — და ჩუენდა რაჲ არს, უკუეთუ ქრისტე არღარა მოკუდების — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ეგრეთვე თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი; ვითარ "ეგრეთ"? — ესე იგი არს, ვითარმედ მოჰკუდეთ ცოდვისათჳს ერთგზის, ხოლო ცხოველ იყვნეთ ქრისტეს მიერ მარადის, რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიყოფებით. გინა თუ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ: ვითარცა-იგი ქრისტე მოკუდა და ცხოველ არს, ეგრეთვე თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი, ვითარმედ თანამდებ ხართ, რაჲთა ცოდვისაგან მკუდარ იყვნეთ, ხოლო საღმრთოთა საქმეთა შინა — ძლიერ და ცხოველ იესუ ქრისტეს შეწევნითა.
ჰრომაელთა მიმართ 6:11
თარგმანი: ესე სიტყუაჲ ყოვლისა კაცისათჳს უთქუამს, ვითარმედ, ვითარცა მკუდარი მო-რაჲ-კუდეს ერთგზის, მიერითგან უქმ არს ყოვლისავე საქმისა მიმართ, ეგრეცა მკუდარ ქმნულსა ნათლისღებისა მიერ, თანა-აც, რაჲთა მკუდარ იყოს ცოდვისათჳს, და ცხოველ — ღმრთისა, უქმ ბოროტისა და მოქმედ კეთილისა, შეწევნითა ქრისტესითა. რამეთუ ვითარ-იგი საღმრთოდ განცხოელებაჲ, ეგრეთვე დაუცემელად დაცვაჲ კეთილსა შინა ვერ-ვინაჲთ სხჳთ მოიგებვის, თჳნიერ ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.
...ა მას შეჰმოსოს უხრწნელებაჲ; შეიმოსა ბუნებაჲ იგი მოკუდავი, რაჲთა მოკუდავსა მას შეჰმოსოს უკუდავებაჲ; მოკუდა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა ჩუენ, მოკუდავნი ესე კაცნი, განვცხოელდეთ, და არღარა სუფევდეს ჩუენ ზედა ცოდვაჲ, არცა გუეუფლოსღა, ვითარცა მოციქული ქადაგებს.
ამისთჳს ჯუარს-ეცუაცა, რაჲთა წყევისაგან მოგჳყიდნეს და კურთხევაჲ მოგუანიჭოს. რამეთუ მას ვნებისა მისგან ჯუარ-ცუმისა არარაჲ ევნებოდა, უფროჲსღა კეთილსა გჳყოფდა.
და მო-რაჲ-კუდა, არა დაშთებოდა სიკუდილსა შინა, არამედ უფროჲსად მკუდართა განაცხოელებდა. დაიკლვოდა, გარნა არა წარწყმდებოდა, არამედ სისხლითა თჳსითა ყოველთა წარწყმედისაგან იჴსნიდა, და თავადი ეგო უვნებელად.
ხოლო უკუეთუ ვინ იკითხვიდეს, თუ: ვითარ იქმნა ესე? ისმენდინ და ვიტყოდი: ორთა საქმეთა შეერთებაჲ იქმნა მის შორის. საქმეთა ვიტყჳ არა თუ სწორთა, არამედ ყოვლითურთ შეუმსგავსებელთა. რამეთუ მოკუდავი უკუდავსა შეეყო, და ჴორცნი იგი ხრწნადნი უხრწნელსა მას სიტყუასა შეერთნეს; და მოკუდავი იგი არა ავნებდა უკუდავსა მას, რამეთუ უვნებელ იყო უკუდავი იგი, და უფროჲსღა მოკუდავიცა უვნებელ-ყო უფლებისა მისგან სიკუდ...
...იგი არს, რაჲთა ვითარცა კაცი რომელი დამსჭუალულ არნ ძელსა ზედა, ვერღარა ჴელ-ეწიფებინ ცოდვად, ეგრეთ უცხო ვიქმნეთ ჩუენ ცოდვათაგან და მზა ვიყვნეთ მარადღე სიკუდილად სახელისათჳს უფლისა, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „ეგრეთცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოელად ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ“. ეგრეთ გჳღირს, ვიდრეღა ცხორებასა ამას შინა ვიყვნეთ, მოკუდინებაჲ თავ-თა ჩუენთაჲ ცოდვისაგან და მერმე მზად-ყოფაჲ სიკუდილად ქრისტესთჳს, ოდესცა მოიწიოს ჟამი მისთჳს სიკუდილისა ვითარითაცა სახითა.
რამეთუ ვინაჲთგან მრავალთა შეურაცხ-ყვნეს საფასენი და შუებაჲ და დიდებაჲ ამის სოფლისაჲ, ხოლო სიკუდილისა შეურაცხებად ვერ უძლეს, არამედ შეშინდეს მისგან, ამისთჳს იტყჳს უფალი, ვითარმედ: მე ესრეთ მნებავს, რაჲთა მოღუაწენი ჩემნი ვიდრე სიკუდილადმდე და დათხევადმდე სისხლისა მჴნდებოდინ ჩემთჳს, დაღაცათუ სიკუდილი მოიწიოს მათ ზედა, და სიკუდილი შეურაცხი და ყოველთა მიერ საყუედრელი. და ვითარცა ძჳრისმოქმედნი მოსწყდებოდინ, ყოველივე მოითმინონ ახოვნად და ესრეთ სიხარულით შემომიდგენ მე.
რამეთუ არიან მრავალნი ჭირსა და ძჳრის-ხილვასა და ტანჯვასა შინა, გარნა არა შეუდგან ქრისტესა, ოდეს ტანჯვაჲ იგი არა მისთჳს იყოს. რამეთუ ავაზაკთა და მპარავთა და გრძნებისა მოქმედთა მრავალი...